რა ქონებას ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები და პარტიული სიის პირველი ნომრები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ თბილისის მერობის კანდიდატებისა და საკრებულოს პარტიული სიების პირველი ნომრების ქონებასა და ბიზნესინტერესებსზე ინფორმაცია მოიპოვა.
- თბილისის მერობის 14 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი - ალექსანდრე ელისაშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი;
- დედაქალაქს მერობის ორი ქალი კანდიდატი ჰყავს - ელენე ხოშტარია ევროპული საქართველოდან და ირმა ინაშვილი დავით თარხან-მოურავი, ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან;
- კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიდან პარტიული სიის პირველ ნომრად ქალი კანდიდატი მხოლოდ ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ დაასახელა;
- კვალიფიციური სუბიექტების მიერ დასახელებული მერობის კანდიდატებიდან სამს (კახა კალაძე, ირმა ინაშვილი, კახა კუკავა) ბიზნესინტერესები აქვს კომპანიებში; რაც შეეხება პარტიული სიების პირველ ნომრებს, ბიზნესინტერესები მხოლოდ ქართული ოცნების სიით წარდგენილ მარიკა დარჩიას აქვს;
- მერობის კანდიდატებიდან ხუთს (კახა კალაძე, ელენე ხოშტარია, კახა კუკავა, გიორგი ვაშაძე, გიორგი გუგავა, თენგიზ შერგელაშვილი), სიის პირველი ნომრებიდან ასევე 5-ს (დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი გაბაშვილი, გოჩა თევდორაძე, ხათუნა სამნიძე, ნანა ტოხვაძე) სხვადასხვა დროს პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
კახა კალაძე - თბილისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ფეხბურთელი კახა კალაძე 2008 წელს პროგრეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. 2011 წლიდან პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრია, 2013 წლიდან კი არის პარტიის გენერალური მდივანი. 2013-2017 წლებში, თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებამდე, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი იყო.
ქონება და ბიზნესინტერესები:
კახა კალაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 31 იანვარს წარადგინა. კალაძის ქონება:
- ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში (ერთ-ერთი ბინა, 367,60 მ2 ფართობით, ჭავჭავაძის გამზირის 23-23ა-ში 71 280 ლარად შეიძინა);
- საცხოვრებელ სახლს სამტრედიაში, ასევე, მიწის ნაკვეთსა და ორ არასაცხოვრებელ ფართს სამტრედიაში;
- ორ აგარაკს წყნეთში. ერთი ნაკვეთი (1139 მ2) წყნეთში $298 ათასად შეიძინა;
- ორ-ორ ნაკვეთს - ბაკურიანსა და წყნეთში. ბაკურიანში 2000 მ2 მიწის ნაკვეთი $80 ათასად შეიძინა;
- კიევში, გამარჯვების გამზირზე 39 220 მ2 ბინა $150 ათასად, ამავე ქალაქში, შევჩენკოს გამზირზე 11,250 მ2 ბინა კი $700 ათასად შეიძინა. ასევე $800 ათასად შეიძინა 3000 მ2 მიწის ნაკვეთი კიევში;
- კახა კალაძემ €25 ათასი გადაიხადა Harley Davidson Spinger-ში, €20 ათასი - Harley Davidson Bobber-ში, Harley Davidson V Rod-ში კი €28 ათასი. €135 ათასად შეიძინა Bentley Continental, Mercedec G63 - €140 ათასად, Ferrari GTO - €360 ათასად, Flat 500 Bi Posto - €50 ათასად, Mercedes Benz AMG GTS - €145 ათასად შეიძინა;
- ლადო გუდიაშვილის $190 ათასის ღირებულების სამი ფერწერული ტილო, ასევე ელენე ახვლედიანის სამი ნამუშევრიდან ერთი აჩუქეს, ორში კი $55 ათასი გადაიხადა.
დეკლარაციის შევსების დროს კალაძეს სხვადასხვა ანგარიშზე ჰქონდა 3 604 614 აშშ დოლარი და 5 052 219 ევრო, მეუღლეს ანა არეშიძეს კი 31 302 ევრო. ასევე, ნაღდი ფულით დანაზოგის სახით $20 ათასი.
კახა კალაძე კვიპროსში რეგისტრირებული შპს Kala capital limited-ის და შპს კოლხეთის 100-პროცენტიანი მეწილეა.
2016 წელს უკრაინაში რეგისტრირებული შპს იუკას 33-პროცენტიანი წილის ფლობიდან შემოსავლის სახით $480 ათასი მიიღო, ასევე უკრაინაში რეგისტრირებული ნესტ გრუპის 50-პროცენტიანი წილის ფლობიდან ამავე წელს €250 შემოსავლის სახით ათასი მიიღო.
კახა კალაძემ 2012 წლის 29 ივნისიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე ქართულ ოცნებას არაფულადი და ფულადი სახით ჯამში 165 550 ლარი შესწირა.
მარიკა დარჩია - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
მარიკა დარჩია 2007 წლიდან მედია პალიტრის კრეატიული დირექტორია. 1995 წელს ჩამოაყალიბა PR ორგანიზაცია თბილისის PR ცენტრი. წარსულში იყო თბილისის საკრებულოს წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე, მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასევე PR კონსულტანტად თიბისი ჯგუფში, გადამხდელთა ასოციაციასა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. კითხულობს ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში.
ქონება და ბიზნესინტერესები:
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მარიკა დარჩია ფლობს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას (900 მ2) დაბა კოჯორში, სოფელ კიკეთში. მარიკა დარჩია არის შპს შპს და ქალის 12,5 პროცენტის წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე ფლობს შპს დროს 45-პროცენტიან წილს და ამავე კომპანიის დირექტორია.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა ‐ დემოკრატიული მოძრაობა ‐ თავისუფალი საქართველო
კახა კუკავა - თბილისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარე. 2010 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. 2011 წლიდან პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარეა.
ქონება და ბიზნესინტერესები:
კახა კუკავას სახელზე საჯარო რეესტრში არანაირი სახის ქონება არ ირიცხება. კუკავას ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დედა - დალი შენგელია წყნეთში საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს.
დეკლარაციის შევსების შემდეგ, 2015 წლის აგვისტოში, კახა კუკავამ ბადრი ნიაურთან ერთად დააფუძნა შპს ნიაური და კომპანია - საადვოკატო/იურიდიული მომსახურების კომპანიაში კუკავას 50 პროცენტი ეკუთვნის, ისევე როგორც 2014 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს ნიკოლაძე და კუკავაში. კახა კუკავას და - ნუნუ კუკავა შპს სანდო კონსალტინგის 100-პროცენტიანი მეწილეა.
კახა კუკავამ 2012 წლის 30 ივნისიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით თავისუფალ საქართველოს, ახალ მემარჯვენეებს, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს ჯამში 43 ათას ლარზე მეტი შესწირა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
დიმიტრი ლორთქიფანიძე 1984-1985 წლებში მუშაობდა ლაბორანტად ცეკავშირის ბიოლოგიურ საწარმოში. 1992-1994 წლებში - საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში, 1994 წელს - სამთავრობო დაცვის სამსახურში, 1995-1996 წლებში იყო სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს მთაწმინდის რაიონის განყოფილების თანაშემწე, 1999-2000 წლებში კი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2000 წელს სს საქგაზში რეგიონალურ და ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტად მუშაობდა, 2003-2006 წლებში კი თსუ-ის ეროვნული სტრატეგიის კვლევის ცენტრში. 2008 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა ერთიანი ეროვნული საბჭოს სიით.
ქონება:
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ბოლოს 2012 წელს შეავსო, რა დროსაც იგი ფლობდა თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბინას და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას (1500 მ2) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში. ამჟამად დიმიტრი ლორთქიფანიძე, ასევე, არის თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ფართისა და თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე ბინის მესაკუთრე.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძემ 2016 წელს ორ სხვადასხვა პარტიას შესწირა თანხა - 440 ლარი დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს და 30 ათასი ლარი ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ზაალ უდუმაშვილი - თბილისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ზაალ უდუმაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ შეუერთდა. სხვადასხვა დროს იყო მეორე არხის, იბერიას, პირველი არხის ჟურნალისტი. 2003 - 2017 წლებში რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება კურიერის წამყვანი იყო, მას ასევე გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაც ეკავა.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, უდუმაშვილი თბილისში, ატენის ქუჩაზე ბინის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მიწის ნაკვეთის მფლობელია.
ნიკა მელია - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ნიკა მელია 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში, გამომძიებელად. 2007 წელს მუშაობდა მრჩევლის პოზიციაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში. 2007-2008 წლებში იყო მრჩეველი ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში. 2008-2009 წლებში იყო აღსრულების ეროვნულ ბიუროში უფროსის მოადგილე. 2009-2010 წწ. კი ამავე ბიუროს უფროსი. 2010 წელს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გახდა. 2010 წელსვე გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი, 2010-2012 წლებში იყო ამავე ბიუროს თავმჯდომარე. 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის რაიონის გამგებელი, 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, იგი ასევე არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.
ქონება:
ნიკა მელია, 2016 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს ბინას თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე, ასევე, მშენებარე ბინასა და ავტოფარეხს თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე.
დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
ირმა ინაშვილი - თბილისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
1993-2005 წლებში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის რედაქტორად მუშაობდა. 2005-2010 წლებში შპს ტელეკომპანია ობიექტივის რედაქტორი იყო, 2010-2014 წლებში კი მედიაკავშირ ობიექტივის პროგრამების დირექტორი. 2014 წლიდან დღემდე საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანია. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერია.
ქონება და ბიზნესინტერესები:
2017 წლის 13 იანვარს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე მემკვიდრეობით მიიღო 330 მ2 მიწის ნაკვეთი და ბაზალეთში 2100 მ2 არასაცხოვრებელი ფართი, ლიკანში კი 49 მ2 ბინა $10 ათასად შეიძინა.
ინაშვილის მეუღლე კახაბერ კევლიშვილი ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ბინას თამარაშვილის ქუჩაზე და არასაცხოვრებელი ფართს პეტრიწის ქუჩაზე.
ირმა ინაშვილი მედია-სახლ ობიექტივის 28,5-პროცენტიანი წილის მფლობელია.
გოჩა თევდორაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
გოჩა თევდორაძე 1985-1987 წლებში ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობდა. 1987-1989 წლებში იყო ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრის ასისტენტი. 1987-1994 წლებში მუშაობდა პედაგოგად ქუთაისის რამდენიმე სკოლაში. 1993-1994 წლებში იყო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის მასწავლებელი. 1994-1995 წლებში - ქუთაისის ჰუმანიტარულ-პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი. 1995 - 2004 წლებში იყო ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის გიმნაზიის დირექტორი. გოჩა თევდორაძე იყო საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
ქონება:
გოჩა თევდორაძე ფლობს ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე 71 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ასევე საცხოვრებელ სახლს ქუთაისში, სხირტლაძის ქუჩაზე. გოჩა თევდორაძე ასევე არის ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრე, მის თანასაკუთრებაშია ქუთაისში ავტოსადგური ორის სამხრეთით, რკინიგზის სადგურსა და ყოფილ პოლიციის შენობებს შორის არსებული ნაკვეთი 1-1.
გოჩა თევდორაძემ 2012 წელს 3 ათასი ლარი შესწირა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, საქართველოს პატრიოტთა ალიანს 2015 წელს შესწირა 46 040 ლარი, 2016 წელს კი 50 ათასი ლარი.
ბაქრაძე, უგულავა, - ევროპული საქართველო
ელენე ხოშტარია - თბილისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
2004-2006 წლებში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2007-2012 წლებში - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2016 წლებში საქართველოს რეფორმების ასოციაციაში მუშაობდა. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტისა და ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრია.
ქონება:
2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ხოშტარიას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი ტაბახმელასა და იყალთოში, საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში და აგარაკი იყალთოში. მეუღლე ირაკლი ბერიძე ორ-ორ ბინას ფლობს თბილისში, სულხან ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩებზე, ასევე თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ბინის თანამესაკუთრეა.
ელენე ხოშტარიამ 2017 წლის 16 მაისს ევროპულ საქართველოს 5 ათასი ლარი შესწირა.
გიორგი გაბაშვილი - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
გიორგი გაბაშვილი 1997 წელს მუშაობდა განათლების სამინისტროში, სამსახურის უფროსად. 1998-2002 წლებში იყო ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს კოორდინატორი. 2000-2002 წლებში იყო ტელეგადაცემა აზრის ავტორი. 2002-2003 წლებში პოლიტიკური გაერთიანება გაერთიანებული დემოკრატების გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, ხოლო 2008 წელს გახდა ჯერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, შემდეგ კი იყო საქართველოს მეშვიდე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად გიორგი გაბაშვილის სახელზე რაიმე სახის ქონება არ არის რეგისტრირებული. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინას ფლობს მისი მეუღლე ირინე კლდიაშვილი.
გიორგი გაბაშვილმა 2012-2015 წლებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თანხა სამჯერ შესწირა, ჯამში 25 900 ლარის ოდენობით, 2016 წელს კი თანხა შესწირა პარტიას ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის 2 ათასი ლარის ოდენობით.
ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობას 1996 წლიდან ეწევა. 2006 წელს გახდა ტფილისის ამქრის თავმჯდომარე. 2014 წელს შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა და 2014 წელსვე თბილისის საკრებულოში საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ამავე წელს თბილისის უახლესი ისტორიის კვლევის ცენტრის დირექტორი გახდა.
ქონება:
ელისაშვილი თბილისში, ვეძინის 14-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 143 მ2 თანამესაკუთრეა მანანა მელიქიშვილთან და თამარ კილასონიძესთან ერთად.
შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია
გიორგი გუგავა - თბილისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გიორგი გუგავა 1997 წლიდან არის ლეიბორისტული პარტიის წევრი. 2002-2006 და 2006-2008 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ასევე საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად გიორგი გუგავას საკუთრებაშია თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე მდებარე ბინა.
მან 2012-14 წლებში ლეიბორისტული პარტიის სასარგებლოდ ჯამში 30 900 ლარის ოდენობით ხუთი ფულადი შემოწირულობა განახორციელა.
მიხეილ ქუმსიშვილი - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
2013 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. 2015 წელს იყო ახალგაზრდული ევროპარლამენტის დელეგატი.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიხეილ ქუმსიშვილის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.
გიორგი ვაშაძე ‐ ერთობა ახალი საქართველო
გიორგი ვაშაძე - თბილისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გიორგი ვაშაძე 2004-2005 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტი, 2005 წელს გახდა თბილისის ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი. 2006-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე. 2012 წელს იგი გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ამჟამად კი პარტია ახალი საქართველოს თავმჯდომარეა.
ქონება:
გიორგი ვაშაძის მიერ 2016 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას, ავტოფარეხსა და არასცხოვრებელ ფართს ქალაქ თბილისში.
მას 2012-2015 წლებში სამჯერ აქვს ფულადი შემოწირულობა განხორციელებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, ჯამში 20 500 ლარის ოდენობით.
ნანა ტოხვაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ნანა ტოხვაძე წარსულში მუშაობდა საბერძნეთში საქართველოს საელჩოში. 2013 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა დიასპორული ორგანიზაცია კულტურული დიალოგი, ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო პროექტს ქართული სკოლა ათენში. არის პარტიის სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მიმართულებათა ხელმძღვანელი.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნანა ტოხვაძის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.
ნანა ტოხვაძემ მის პარტიას, სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს 2017 წლის სექტემბერში ათასი ლარი შესწირა.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ხათუნა სამნიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ხათუნა სამნიძე 1997-1999 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების საკითხთა მუდმივი კომისიაში თარჯიმნისა და კომპიუტერის ოპერატორის პოზიციაზე. 2004-2008 წლებში იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან. 2010-2013 წლებში მუშაობდა პროგრამის კოორდინატორად ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში, 2013 წელს იყო რესპუბლიკური პარტიის საორგანიზაციო მდივანი, 2013 წლიდან დღემდე არის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. 2014 წლიდან კი თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარეა.
ქონება:
ხათუნა სამნიძის მიერ 2017 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია ბინა ქალაქ თბილისში, რომელიც მან 2016 წელს $11 ათასად შეიძინა.
ხათუნა სამნიძეს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრე.
მას 2015-16 წლებში ჯამში 11 600 ლარის ოდენობის 7 პარტიული შემოწირულობა აქვს გაკეთებული, უმეტესად რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ. ერთ შემთხვევაში მან 5 ათასი ლარი ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს შესწირა.
შენების მოძრაობა
თენგიზ შერგელაშილი - თბილისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
1998-1999 წლებში ანალიტიკოსი იყო საინფორმაციო სააგენტო სარკეში. 1999-2000 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროგრამის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2001 წელს USAID-ის ურბანული ინსტიტუტის პროგრამის კონსულტანტი იყო. 2001-2004 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის კონსულტანტი, მომხსენებელი, სტრატეგიული განაცხადების დოკუმენტების ავტორი გახდა. 2007 -2008 წლებში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის ექსპერტი. 2002 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, 2009 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. 2010 წლიდან ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემიის ანალიტიკოსი იყო. 2012 წლიდან საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტის ეკონომიკური ჯგუფის, სოფლის მეურნეობის ჯგუფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელია. 2012 წლიდან პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების პროგრამის შემუშავების სარედაქციო ჯგუფის წევრი იყო. 2012-2016 წლებში კი იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, თენგიზ შერგელაშვილის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.
მან რესპუბლიკურ პარტიას 2015 წელს ასი ლარი შესწირა.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
კომენტარები