გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, გაათავისუფლეს
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, ვანში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით იყო ძებნილი და რომელიც ესპანეთში 9 დეკემბერს დააკავეს, თავისუფალია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პაიკიძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.
რა გახდა აღნიშნულის საფუძველი, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს.
2025 წლის 24 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე B.P. TRANS-ის დირექტორი, კომპანიის თანამშრომელი და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავა, ხოლო ყოფილ დირექტორ ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა გამოაცხადა.
2 დღეში, 26 სექტემბერს, ბიჭიკო პაიკიძეს და მისი კომპანიის 5 თანამშრომელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
9 დეკემბერს კი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს.
მაშინ პაიკაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქვეყანა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა და საერთოდ არ იყო ეს დაკავშირებული იმ სასამართლო დავასთან, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. პაიკიძეზე ძებნა წითელი ცირკულარით იყო გამოცხადებული.
რაც შეეხება საქმეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზისა და ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების შესრულებისას, შპს B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ბიჭიკო პაიკიძემ ვალერიანე კვარაცხელიასთან, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ.-სთან და ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ ზედამხედველ პირებთან — გ.კ.-ს, რ.ფ.-ს და ი.გ.-ს — ერთად, მოტყუებით მოიპოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარი.
ბიჭიკო პაიკიძეს დამატებით კიდევ ერთი ბრალი აქვს წარდგენილი — განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, პაიკიძეს ბრალად ედება 2010-2012 წლებში საგადასახადოში დეკლარაციების არასწორად შევსება. ადვოკატის განმარტებით, ამ ბრალზე "საუბარი უხერხულია და ეს უხერხული დამთხვევაა, რადგან მაშინ "ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მძვინვარებდა, ისინი ყველას აკავებდნენ და თუკი, ამ ტიპის დანაშაული იყო მომხდარი, პაიკიძეს აუცილებლად დააკავებდნენ".
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები