12 იანვარს, 20:00 საათზე მარში — "მზიას თავისუფლებისთვის" გაიმართება
12 იანვარს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე, მარში — "მზიას თავისუფლებისთვის", გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები წერენ, წინა დღეს, 11 იანვარს, საღამოს 10 საათზე, მზიას კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბებიან.
"12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული. მზიას გათავისუფლების მოთხოვნით, საღამოს 8 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება მარში „მზიას თავისუფლებისთვის“.
ამ მარშით ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წელია, რაც ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი დატყვევებული ჰყავთ შეთითხნილი ბრალდების, ცრუ ჩვენებების და უზურპირებული სასამართლო სისტემის მეშვეობით.
ამ მარშით კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მზიას უკანონო პატიმრობას, მის მიმართ სახელმწიფოს დაუნდობელ, არაადამიანურ მოპყრობას, მისი უფლებების არაერთგზის დარღვევას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.
მარშის წინა დღეს, 11 იანვარს, საღამოს 10 საათზე, მზიას კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბებიან.
დამოუკიდებელი მედია პლატფორმების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, სისხლის სამართლის წესით, 2025 წლის 12 იანვარს, ღამით დააკავეს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ადმინისტრაციული წესით, ბათუმის პოლიციის შენობის ეზოს ღობეზე სტიკერის მიკვრის გამო. დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც, მზია ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, როგორც პოლიციელთა ჯგუფის, ისე პირადად პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან, თუმცა სახელმწიფოს მზიას უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები დღემდე არ გამოუძიებია, მის საქმეში მონაწილე პოლიციელები და პროკურორები კი ან დააწინაურეს ან სხვა თანამდებობებზე გადაიყვანეს.
ამ ერთი წლის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იქცა სიტყვის თავისუფლებისა და საქართველოს წინააღმდეგობის ძლიერ სიმბოლოდ, რომლის ხმაც გისოსებიდან მთელ ევროპასა და ცივილიზებულ სამყაროში ისმის. საქართველო კი სწორედ მზიას საქმის გამო პირველად აღმოჩნდა იმ ავტორიტარული ქვეყნების სიაში, რომლებსაც სინდისის პატიმარი ჟურნალისტები ჰყავთ.
გამოდი 12 იანვარს, საღამოს 8 საათზე!
ბრძოლა მზიას და სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის გრძელდება!", — წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
კომენტარები