ირალი კობახიძე: შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის. მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლებაა
ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების რეფორმაზე ისაუბრა და თქვა, რომს ახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლების დონე საშუალო ან საშუალოზე დაბალია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გამოსასწორებლად მათი მთავარი მიზანი არა შიდა კონკურენციის გაზრდა, არამედ განათლების ხარისხის ამაღლებაა. მისი თქმით,"არ შეიძლება გყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე", რითაც მიანიშნა იმაზე, რომ 64 უნივერსიტეტი სათანადო შედეგს ვერ დადებს.
"ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია ხომ არაა? ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. დღეს პრობლემა ნახეთ რა არის. შენ როცა გყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესიერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება გყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი უნდა შექმნა 1 ან მაქსიმუმ 2 გუნდი. და ჩვენ ვაკეთებთ რას, რომ გვყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი.
ჩვენთვის შიდა კონკურენცია კი არ არის მთავარი, ჩვენთვის მთავარია კონკურენცია საერთაშორისო მასშტაბით, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება. დღეს გეტყვით რა ვითარებაა მაგალითად იურიდიულ ფაკულტეტზე, ზეპირად ვიცი. თსუ-ში საშუალო დონის განათლებას ვაძლევთ ჩვენ სტუდენტს. საშუალოზე დაბალია ის იურიდიული განათლება, რომელსაც ისინი სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში იღებენ და კიდევ ერთხელ, 11 კარგი ფეხბურთელი თუ გყავს არ შეიძლება შექმნა 3, 5 და მითუმეტეს 64 გუნდი. აი, ეს არის დღევანდელი სისტემა და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს.
ვის არ მოსწონს ეს რეფორმა? ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მთავარი შედეგი არის რა, რომ ქართველი სტუდენტი სათანადო დონის განათლებას ვერ იღებს საქართველოში და ეს უნდა შევცვალოთ ხო?", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ჟუნრალისტის კითხვაზე იქნება თუ არა უფრო მეტად შესაძლებელი სტუდენტისთვის სათანადო განათლების მიწოდება კონკურენციის პირობებში კობხიძემ უპასუხა, რომ "შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის"
"ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ საქართველოში 64 გუნდი ერთმანეთს ეთამაშებოდეს კონკურენტულად. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის. შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის. მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეფორმების გატარება", — თქვა კობახიძემ.
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
"ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე "ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე
გადახედვა
-
თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
გადახედვა
-
აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები
-
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს
გადახედვა
-
ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
გადახედვა
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
კომენტარები