დაკარგული ფისო, რომელმაც 5 თვე კლდოვან მთებში გაატარა, საშობაოდ სახლში ბრუნდება
ფოტო: Getty(2)
ჯერემი ბარტონი ივლისში ფისოსთან, სახელად შედოუსთან, ერთად ალასკიდან თავის სახლში — ოკლაჰომაში ბრუნდებოდა. გზად ისინი მდინარე ლიარდის პარკში გაჩერდნენ, რა დროსაც, ფისო გაუჩინარდა. დიდხნიანი ძებნის შემდეგ, ბარტონმა შედოუ ვერ იპოვა.
"შფოთვა დავიწყე და შედოუს საჭმლის თასით ხელში დავდიოდი" — თქვა ბარტონმა.
მოგვიანებით, ბარტონს სახლში დაბრუნება მოუწია, რათა ორი შვილისთვის საყვარელი შინაური ცხოველის დაკარგვის ამბავი ეცნობებინა: "ეს მათთვის საკმაოდ სტრესული იყო, რამდენიმე დღე ტიროდნენ".
ფოტო: Christine Sutherland
ხუთი თვის განმავლობაში, სამძებრო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, ფისო არავის უნახავს. გამოცემა Energetic City-ის ცნობით, ბარტონმა შედოუს ფოტოები სოციალურ ქსელებშიც გაავრცელა, რათა ადგილობრივებს მისი ამოცნობა შესძლებოდათ.
და, ჰოი, საოცრებავ! შედოუ მოულოდნელად პარკში გამოჩნდა. CBC-ის ცნობით, კატა სასწაულებრივად გადაურჩა კლდოვან მთებში მარტო ყოფნის პერიოდს. თუმცა, დიდ ზეიმს ერთი პატარა გამოწვევაც გამოუჩნდა — როგორ უნდა დაებრუნებინათ შედოუ თავის ოჯახთან, რომელიც ოკლაჰომაში, ასობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს.
საბედნიეროდ, პარკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, რვა საათის სავალზე მდებარე ქალაქიდან ორი ადამიანი შედოუს ოჯახთან დაბრუნებაში დაეხმარება. Energetic City-ის ცნობით, კრისტინ საზერლენდი და ბრიუს კოსუგი ბარტონს დაუკავშირდნენ და შეთანხმდნენ, რომ შობას შედოუ სახლში შეხვდება.
ფოტო: Christine Sutherland
"ბარტონი ოკლაჰომადან უინიპეგში მანქანით აპირებდა ჩამოსვლას, მე კი ფისოსთან ერთად უინიპეგში ან ოკლაჰომა-სიტიში ვაპირებდი ჩაფრენას", — განუცხადა საზერლენდმა გამოცემა Reuter-ს. ბარტონმა დასძინა, რომ მისმა შვილებმა საშობაო საჩუქრები ნებაყოფლობით დათმეს, რათა საჩუქრისთვის განკუთვნილი თანხა შედოუს სახლში დაბრუნებას მოხმარებოდა.
აღსანიშნავია, რომ კოსუგი, ერთ-ერთი მოხალისე, კატებზე ალერგიულია, თუმცა შედოუს ისტორიამ ის იმდენად გააბედნიერა, რომ რვასაათიანი მგზავრობისთვის სამედიცინო ნიღაბიც კი გაიკეთა.
ძალიან მალე, საზერლენდი შედოუსთან ერთად უინიპეგში გაფრინდება, სადაც ფისო ბარტონს შეხვდება.
ფოტო: Getty(2)
"როდესაც საქმე ოჯახის დახმარებას ეხება, ნებისმიერ გასაჭირში, ენერგიას არ ვიშურებთ", — განუცხადა საზერლენდმა CBC-ს — "ბარტონის შვილებს შედოუ ძალიან უყვართ... სასიამოვნოა, რომ ისინი შედოუს შობამდე ნახავენ".
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები