ირაკლი კობახიძე: დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს
"დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს, ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს საჭიროების შემთხვევაში", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა სამართლებრივი გზა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ BBC-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა.
"ვფიქრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, იმიტომ, რომ „ბი-ბი-სი“ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. ხედავდით, რომ სკანდალის შექმნის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ — ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ამ გამოძიების თაობაზე ჩვენგან ინფორმაცია, ყველას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას.
რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით. გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ეს ეხება უკლებლივ ყველა შემთხვევას, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია, ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, სრული გამჭვირვალობის მზაობა არის ჩვენგან. რაც შეეხება მიმართვიანობას, ხუთმა მიმართა მსუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერნენ მეორე დღესვე. მინდა გავიხსენო, 9 აპრილის შემდეგ, როდესაც იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, პირველი სკოლის მოსწავლეებითაც კი, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ მივიდნენ სკოლაში, სავსე იყო მაშინდელი საავადმყოფოები. იმიტომ, რომ როცა იყენებ ქიმიურ ნივთიერებას, შეუძლებელია, ამას არ მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები. ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია დოკუმენტაციასთან, ნივთიერებებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ვაპირებთ მივმართოთ Ofcom-ს, ანუ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს, საჭიროების შემთხვევაში. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა", — განაცხადა პრემიერმა.
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
"ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე "ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს
გადახედვა
-
ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
გადახედვა
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
კომენტარები