მიხეილ სააკაშვილი

3 Dec. 2025, 18:19

მიხეილ სააკაშვილი: "მე დღეს მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში თხოვნით დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური აგენტების გამოყენების გამოსაკვლევად.

ეს გამოძიება აუცილებელია, ვინაიდან არანაირი იმედი არ არსებობს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ამ საკითხს სერიოზულად გამოიძიებენ. რა თქმა უნდა, ჰააგას დასჭირდება წლები, მაგრამ თავად გამოძიების დაწყებას სერიოზული ეფექტი ექნება.
მე მაქვს გამოცდილება ჰააგის ამ სასამართლოსთან მუშაობის, როცა 2019 წელს შევკრიბე იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა 300 გვერდიანი დოკუმენტი ICC-ში წარსადგენად, 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

მაშინ სასამართლომ მთლიანად გაამართლა საქართველო და ბრალი წაუყენა რუს ოფიციალურ პირებს. ახლა ჩემი თავისუფლება საერთაშორისო კონტაქტების ბევრად შეზღუდულია, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იმუშავებს და თავიდან აგვაცილებს ახალ ტრაგედიებს.

ვიცი რომ ჩემი ეს მიმართვა ახალ რეპრესიებს და ე.წ. სასჯელებს გამოიწვევს ჩემს მიმართ, მაგრამ მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და არ შემიძლია ეს არ გამოვიყენო ხალხის დასახმარებლად, ამიტომ ვერ გავჩუმდები და მაინც ვდგამ ამ ნაბიჯს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით

ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის…