მიხეილ სააკაშვილი

28 Nov. 2025, 15:08

"გამაოგნებელია, რომ ქოც პროპაგანდისტებმა ამდენი იხმაურეს უკრაინულ კორუფციის სკანდალზე, როცა ქოცნება თვითონ ერთი მთლიანი მოსიარულე კორუფციული სკანდალია.

ოღონდ, უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის შექმნაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე მისი დღევანდელი დირექტორი სემენ კრივონოსი აქ წამოსვლამდე ჩემი თანაშემწე იყო, რომელიც პრეზიდენტის ახლო მეგობრებს და მოქმედ მთავრობის წევრებს იჭერს.

აქ კი ევროკავშირის მითითებით შექმნილი ანტიკორუფციული სამსახურის იმიტაციაც, თავისი გაყეყილი თავმჯდომარით გააუქმეს.

ახლა კი მათ "ანტიკორუფციულმა კამპანიამ" ჩაილურის წყალი დალია. დღეს ნაბუმ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი, ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია, თავისი ქმედითი ინსტიტუტებით.

Слава Україні!"

დაწერა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დრეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახური (SAP) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკას ატარებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში, ხუთი განსხვავებული თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 700-მდე ბიზნესის…