საქართველოში ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს — რას წერს Washington Examiner BBC-ის გამოძიებაზე?
Washington Examiner-მა სტატია სათაურით: "საქართველოს ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს" გამოაქვეყნა, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმს ეხება. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა BBC-ის გამოძიების შემდეგ მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა.
"საქართველოს მთავრობა, ამერიკული BBC-ის გამოძიების შემდეგ, მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცა. გამოძიება მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე — რომლებიც მთავრობის რუსეთისკენ მიბრუნების წინააღმდეგ ტარდებოდა — შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ტოქსინები გამოიყენა. გასულ წელს ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ინტეგრაციას აჩერებდა.
BBC-ის მოსაზრებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ქართველმა ძალოვნებმა წყალში პირველ მსოფლიო ომში შექმნილი ტოქსინი, კამიტი აურიეს და შემდეგ იგი წყლის ჭავლის მანქანებით შეასხეს ათიათასობით დემონსტრანტს. ეს ყველაფერი დადასტურებული არ არის, თუმცა დაზარალებულთა ჩვენებები, სამედიცინო მონაცემები — რომლებიც კვირების განმავლობაში განგრძობად სიმპტომებზე მიუთითებს და პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მონათხრობი ხანგრძლივად მოქმედ ქიმიურ ნივთიერებაზე მიანიშნებს, რომელიც სტანდარტულ საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლის საშუალებებზე ბევრად ძლიერი ჩანს. ამას ემატება ისიც, რომ გასულ დეკემბერს 900-ზე მეტმა ქართველმა ექიმმა მოითხოვა მთავრობისგან აეხსნა რა ნივთიერება გამოიყენეს, რადგან მოქალაქეები ხანგრძლივ სიმპტომებზე ჩიოდნენ — თუმცა მათ პასუხი არ მიუღიათ", — წერია სტატიაში.
Washington Examiner-ის სტატიაში შეფასებულია საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ქვეყენაში სიტყვის თავისუფლების სივრცე თანდათან ვიწროვდება, რაც, მათი განმარტებით, მიუთითებს იმაზე, რომ აღარ არსებობს დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც კამიტის შესაძლო გამოყენების გამოძიების სურვილი ან შესაძლებლობა ექნება. სტატიაში ხაზგასმულია ისიც, რომ "სასამართლოები, რომლებიც სულ უფრო ემორჩილებიან ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებას."
"სიტყვის თავისუფლების სივრცე თანდათან ვიწროვდება — ხელისუფლების კრიტიკა ონლაინ თუ "ოფლაინ" უკვე სამართლებრივ რისკს შეიცავს. მმართველი პარტია ასევე ახორციელებს რუსეთის სტილის "უცხოეთის აგენტების" კანონს, რათა გაყინოს ანგარიშები და აშშ-ს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოახდინოს. სასამართლოები, რომლებიც სულ უფრო ემორჩილებიან ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებას, წინასწარ განსაზღვრულ გადაწყვეტილებებს იღებენ. პარალელურად, მთავრობამ დააკავა რვა ოპოზიციური ლიდერი ბუნდოვანი ბრალდებებით, რომლებიც მათ დასავლეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ხელისუფლება სამ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას კრძალავს.
ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ხელისუფლების ნებაზეა დამყარებული. ეს ნიშნავს, რომ აღარ არსებობს დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც კამიტიის შესაძლო გამოყენების გამოძიების სურვილი ან შესაძლებლობა ექნება. ოპოზიციურმა პარტიებმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, მოახდინონ ზეწოლა ქართულ ხელისუფლებაზე დამოუკიდებელი გამოძიების დასაშვებად, ხოლო დემონსტრანტები კვლავ აგრძელებენ ქუჩაში ყოფნას", — წერს Washington Examiner.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართველი ხალხის გარდა — რომლებიც წინააღმდეგობას აგრძელებენ და ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ — მხოლოდ ვაშინგტონს შეუძლია მოახდინოს რეალური გავლენა საქართველოს მთავრობაზე.
"ვერც ერთი სხვა ძალა ვერ შეძლებს ეფექტურად დაარწმუნოს თბილისი, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, შეწყვიტოს ჩინეთთან, რომელსაც პრემიერმინისტრი ახლა "სანიმუშო ზესახელმწიფოდ" მოიხსენიებს, ურთიერთობების გაღრმავება ან შეწყვიტოს რუსეთის სანქციებისთვის გვერდის ავლა," — წერს Washington Examiner.
შეგახსენებთ, BBC-ის ცნობით, ქართულმა ოცნებამ გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ მოქალაქეებს უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდათ, მაგალითად, გაძნელებული სუნთქვა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველება და ღებინება. უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს ეს სიმპტომები რამდენიმე კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა. დარბევებში მოყოლილი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს, რომ წყლის ჭავლი თითქოს "წვავდა".
მეტი BBC-ის გამოძიებაზე:
- ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული [ნივთიერება] ამას ადგენს გამოძიება და საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით — ირაკლი კობახიძე BBC-ის გამოძიებაზე
- "ქართული ოცნება" BBC-ს გამოძიებას "უპასუხოდ არ ტოვებს" და ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს
- BBC: ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს
- ნატალი ლუაზო: "სანამ საქართველოში პოლიცია I მსოფლიო ომის დროინდელ ტოქსიკურ გაზს იყენებს, ბრიუსელსა და პარიზში რატომ არ ისმის პროტესტის ხმა?"
- ჩვენ ყველას გავცემთ სათანადოდ პასუხს. ძალიან ძლიერები ვართ ამისთვის, ვახტანგ გომელაურიც გასცემს პასუხს ყველაფერზე — ყაველაშვილის BBC-ის გამოძიებაზე
- "მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება" — 8 პარტია აციებზე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე
- 25 NGO: საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ?
- ნინო წილოსანი: ALDE არის ნაცების და ამ ბოროტი ძალის მფარველი დასავლური დედაპარტია
- გიგა ბოკერია: დღეს რიგითი მოქალაქეების უდიდესს ნაწილს სჯერა — ეს უმძიმესი ბრალდება [აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება] ეფუძნება სიმართლეს
- ბრომობენზილ ციანიდის აღმოჩენა ადამიანში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 დღე — მაია ბუწაშვილი BBC-ის გამოძიებაზე
- გეკა გელაძის და ვახტანგ გომელაურის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები აქციებზე "კამიტის" გამოყენებაზე
- ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება BBC ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, რითაც ხელმძღვანელობენ "ფეიქი" ტელევიზიები საქართველოში
- ვახტანგ გომელაური: ეს ნივთიერებები რაზეც ისინი [BBC] ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე
- ALDE: მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული
- სუს-მა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
კომენტარები