ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

1 Dec. 2025, 11:56

ირაკლი კობახიძე: "ყველას ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ის საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად ან უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე განათლების რეფორმას ჩვენ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება გარე ჩარევებს, მანიპულაციებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა, ისეთი იდეოლოგიის დათესვა როგორი იყო ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორის არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი. ამდენად ამ რეფორმას ყველა თვალსაზრისით ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების გამტკიცების თვალსაზრისითაც. ის, რომ განათლებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოება, კარგად ესმოდათ იმ ძალებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაასუსტეს განათლების სისტემა 9 წლის განმავლობაში. განათლებულ საზოგადოებას შეუძლია დაიცვას საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, ეს იცოდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა და აქედან გამომდინარე 2004-2012 განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს განათლების სისტემის დასუსტებას და მორღვევას. რაც გაფუჭდა 90-იან წლებში და შემდეგ 2004-2012 წლებში ის უნდა გამოსწორდეს ახლა და ზუსტად ეს არის უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მთავარი მიზანი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  3. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  4. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…