"ოცნების" პარლამენტმა "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო
"ოცნების" პარლამენტმა 76 ხმით 9-ის წინააღმდეგ "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად: საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ, 4 წელიწადში ერთხელ, სამშობლოში თუ არ ჩამოვლენ ხმის მისაცემად. თუმცა, ეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ერთადერთი ცვლილება არ არის.
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით:
• იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა — ნასამართლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმა აქვს შეფარდებული. საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ან რეგისტრირებულია საზღვარგარეთ
• ზუსტდება ფოტოვიდეოგადაღების წესები: დგინდება, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს ფოტოგადაღება შეუძლიათ აუდიო-მონიტორინგის გარეშე.
• იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები: კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს შესაბამისი პირების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას;
• იცვლება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები – წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი — სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი შეავსებს მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას, სადაც თანხმობასთან ერთად აღინიშნება ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია;
• იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-წარადგენს უპარტიო კანდიდატს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ გატარდება რეგისტრაციაში ან რეგისტრირებულ კანდიდატს გაუუქმდება რეგისტრაცია.
• ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით;
ოცნების პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მიზანი ის არის, რომ საარჩევნო დღეს ემიგრატები საქართველოში ჩამოვიდნენ.
"ამ დათქმის მიზანი სწორედ ის არის, რომ არჩევნების დროს ემიგრანტები სამშობლოში მასობრივად ჩამოვიდნენ და ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ის პასუხისმგებლობა გაიზიარონ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს, მის მომავალი ოთხი წლით მართვასა და სახელისუფლებო რგოლის დაკომპლექტებას უკავშირდება", — აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის განცხადებით, 2011 წელს მიღებულ "საარჩევნო კოდექსში" დღემდე 100-მდე ცვლილება და დამატება შევიდა.
"შესაბამისად, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, დღის წესრიგში ორგანული კანონის ტექსტის გადამუშავების, მსგავსი ნორმების გაერთიანების, გარდამავალ დებულებებში არსებული კონკრეტული რეგულაციების კანონის მოქმედების ვადით დადგენის და დაწესების, აგრეთვე, კანონში კონკრეტული პრინციპული საკითხების ასახვის საჭიროება დადგა", — აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
- რას ცვლის "ოცნება" საარჩევნო კოდექსში?
- დავით მათიკაშვილი: "[ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლებებზე] გადაწყვეტილება პოზიტიურია, რომ 4 წელიწადში ერთხელ მოინახულონ სამშობლო"
- "არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით" — მაკა ბოჭორიშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე
- ირაკლი კობახიძე: ემიგრანტების ნახევარი ცხოვრობს რუსეთში, სადაც არ იხსნებოდა საარჩევნო უბნები, გახსენდებათ წუხილი იმასთან დაკავშირებით?
- კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების ტოტალური კონტროლისკენ, როგორც საზღვრებს შიგნით და მის გარეთ! — სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე
- თამთა მიქელაძე: [ემიგრანტები] სახელმწიფოსთვის უკვე მოქალაქეებადაც აღარ მიიჩნევიან, არჩევნებში მონაწილეობა ხომ პოლიტიკური მოქალაქეობის ფუნდამენტური ატრიბუტია?!
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები