ღამის ხარისხიანი ძილისთვის დილაა მნიშვნელოვანი — ხუთი რჩევა
ფოტო: Freepik
ადამიანების უმეტესობა ძილის პრობლემის მოგვარებას ძილის წინ ცდილობს: ეკრანისგან დისტანცია, გვირილის ჩაი, ღრმა სუნთქვა. ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ ძილის ბიოლოგია გაღვიძებისთანავე იწყება. თქვენი ძილის ბუნებრივი საათი სინათლის, ტემპერატურის, ჰორმონების, კვების დროისა და აქტივობის მიხედვით მუშაობს. შესაბამისად, დილის ჩვევები განსაზღვრავს, რამდენად ადვილად დაგეძინებათ ღამით.
აქვე, რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ:
1. მეტი კონტაქტი ბუნებრივ სინათლესთან
გაღვიძებიდან 1–2 საათის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დღის შუქზე ყოფნაა — ეს თქვენს ორგანიზმში დილის სასარგებლო კორტიზოლის დონეს ზრდის, რაც სიფხიზლის შეგრძნებაში გეხმარებათ. ამისთვის 5-10 წუთიც საკმარისია და თქვენ სხეულმა ზუსტად იცი, როდის დადგება ძილის დრო.
ფოტო: Freepik
2. დღის პირველ ნახევარში დაკავდით ფიზიკური აქტივობით
უკვე იცით, რომ ვარჯიშის დროს სეროტონინი გამოიყოფა. მას კი თქვენი სხეული მელატონინის შესაქმნელად იყენებს. მელატონინი ძილის ჰორმონია და უმნიშვნელოვანესი ხარისხიანი ძილისთვის.
განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ ფიზიკური აქტივობით დღის პირველ ნახევარში დაკავდებით. გვიან ვარჯიში ზედმეტად ააქტიურებს და ტვირთავს ნერვულ სისტემას, შესაბამისად ჩაძინებაც ჭირს.
3. ისაუზმეთ!
დილის კვების გამოტოვება თქვენს მეტაბოლურ საათს არღვევს. შედეგად, დიდი ალბათობით, ჭარბ საკვებს გვიან მიიღებთ, რაც სისხლში შაქრის დონეს დაარღვევს და დაძინებაც გაგიჭირდებათ.
ფოტო: Freepik
არ დაგავიწყდეთ, რომ დაბალანსებული საუზმე სტაბილური ენერგიის წყაროა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გეხმარებათ ფუნქციონირებაში
4. მოერიდეთ კოფეინს დღის მეორე ნახევარში
კოფეინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით ექვსი საათია. თუ ყავას დღის ხუთ საათზე დალევთ, ღამის თერთმეტი საათისთვის თქვენს ორგანიზმში ჯერ ისევ იქნება იმ რაოდენობის კოფეინი, რომ ძილის რეცეპტორების დათრგუნვა შეძლოს.
დააწესეთ დრო, რის შემდეგაც კოფეინს აღარ მიიღებთ. ამით ძილის ხარისხს ნამდვილად გაიუმჯობესებთ.
5. მუდმივობა მნიშვნელოვანია
იმისთვის, რომ ჩაძინება გაგიმარტივდეთ, მკაცრად გააკონტროლეთ გაღვიძების დრო. ყოველდღე, მათ შორის შაბათ-კვირასაც, ერთსა და იმავე საათზე გაღვიძება საუკეთესოდ მოქმედებს თქვენი ძილის ბუნებრივ საათზე.
მშვიდ და ხარისხიან ძილს გისურვებთ და გახსოვდეთ, რა მნიშვნელოვანია ის თქვენი ჯანმრთელობისთვის.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
კომენტარები