ნატახტარში ქართული ლუდი — რკონის ახალი საწარმო აშენდა მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის პარტნიორმა კომპანია ველი ნატახტარმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატახტარში, ახალი ქართული ლუდის — რკონის საწარმო ააშენა. პროექტი საქართველოში ლუდის წარმოების ახალი კულტურის დამკვიდრებასა და რეგიონში თანამედროვე სტანდარტების საწარმოს შექმნას ისახავს მიზნად.
პროექტის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5.4 მლნ. ლარია. აღნიშნული ინვესტიცია საწარმოს ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მისი დანადგარებით აღჭურვას მოხმარდა.
ახალი საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში, 4,500 კვ.მ -ზე აშენდა და ის აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით. პროექტი გერმანელი ტექნოლოგების ჩართულობითა და კონსულტაციით განხორციელდა, რაც ქართულ ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას გულისხმობს. ამჟამად კომპანია ერთი სახეობის — ბავარიული ჰელესის ტიპის ლუდს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ ახალი სახეობების დამატებას გეგმავს.
"კომპანია ველი ნატახტარი ბიარ ჯორჯიას შვილობილი კომპანიაა. ის უკვე ორი ათწლეულია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ევროპული ხარისხის ლუდის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. 20 წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე გადავწყვიტეთ ახალი ეტაპის დაწყება — შევქმნათ ქართული ლუდის ახალი ისტორია ბრენდ რკონით. ჩვენი მიზანია ლუდის მოყვარულებისთვის უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული გემოს მქონე ლუდის წარმოება და ამ სტანდარტის მუდმივი შენარჩუნება. გვინდა, რომ რკონი გადავაქციოთ არა მხოლოდ ლუდის მოყვარულთა საყვარელ, არამედ, გამორჩეულად ქართულ ბრენდად. საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო და ეს გახლავთ პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და ფინანსურმა ინსტიტუტმა ერთად განახორციელოს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინიციატივა. ამჯერად, საწარმოს თვიური წარმადობა 100 ტონას შეადგენს, ჩვენი მიზანია ეტაპობრივად გავზარდოთ მოცულობა, გავძლიერდეთ ადგილობრივად და ავითვისოთ საერთაშორისო ბაზრები“, — განაცხადა დავით კურდღელაშვილმა, ველი ნატახტარის დირექტორმა.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები