საქართველოს ბანკმა პრემიუმ ბიზნეს მომსახურება — SOLO Business წარადგინა
ფოტო: SOLO
საქართველოს ბანკმა პრემიუმ ბიზნეს მომსახურება — SOLO Business წარადგინა.
საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსური სექტორის ინოვატორმა, ახალი მომსახურება – SOLO Business წარადგინა.
SOLO Business საქართველოს ბანკის პრემიუმ კლასის მომსახურებაა, რომელიც სპეციალურად, საშუალო ზომის ბიზნესებისთვის შეიქმნა. იგი აერთიანებს როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სერვისებს, რაც ბიზნესის მარტივ და ოპტიმალურ მართვას უწყობს ხელს.
SOLO Business-ის ძირითადი კომპონენტებია:
- SOLO Business Lounge — ერთ სივრცეში სრულფასოვან საბანკო მომსახურებას, როგორც ბიზნესის, ისე პირადი ფინანსების მართვისთვის.
- პერსონალური ბიზნეს ბანკირი — ფინანსური ექსპერტი, რომელიც ბიზნესს კონკრეტული სპეციფიკისა და საჭიროებების მიხედვით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
- ბიზნეს კონსიერჟი — ასისტენტი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო პროცესებს მართავს, მათ შორისაა ღონისძიებების, მივლინებების დაგეგმვა, დოკუმენტაციის თარგმნა და ბიზნეს ღონისძიებების მართვა.
- SOLO Business Lifestyle — აქ ერთიანდება ექსკლუზიური ბიზნეს შეხვედრები, პარტნიორული შეთავაზებები და სხვა უპირატესობები, რომლებიც ბიზნესის ახალ საფეხურზე გადაყვანას უწყობს ხელს.
- Galt & Taggart-ის კვლევები და ანალიტიკა — წვდომა სექტორულ კვლევებზე, ანალიტიკასა და ბაზრის შეფასებებზე, რაც ბიზნესს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებას უწევს.
საწყის ეტაპზე, მომსახურება ბათუმში, უახლესი დიზაინის და კონცეფციის SOLO ლაუნჯშია ხელმისაწვდომი, რომელიც პ. მელიქიშვილის 5/7 და რუსთაველის 43-ის კვეთაზე მდებარობს. ახალ ლაუნჯზე SOLO-ს გუნდმა იტალიურ სააგენტო DINN!-თან ერთად იმუშავა.
“SOLO Business-ის შექმნა გარდამტეხი ეტაპია საქართველოში ბიზნეს მომსახურების სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით. ამ სიახლით, ჩვენ ვაერთიანებთ მაღალი დონის საბანკო პროდუქტებს, პერსონალურ საბანკო მომსახურებას, ბიზნეს ასისტენტის მხარდაჭერას, ექსკლუზიურ შეთავაზებებს და სხვა არაერთ უპირატესობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესში წარმატებისთვის საჭიროა დროული რეაგირება, ინფორმაციაზე წვდომა და სანდო პარტნიორი, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევებს ეფექტური ინსტრუმენტებით უპასუხებს. სწორედ ამიტომ შევქმენით SOLO Business, რათა ბიზნესს მივცეთ თავისუფლება, ფოკუსირდნენ ზრდასა და ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე, ჩვენ კი მხარი დავუჭიროთ ფინანსური, ადმინისტრაციული თუ სტრატეგიული პროცესების მართვაში” — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
გაიგეთ მეტი SOLO Business-ის ახალი ვებგვერდიდან.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
კომენტარები