გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლაში 15 წლამდე ბიჭი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. შსს ცნობით, შემთხვევის ადგილზე გამოძიება დაიწყო.

მათივე განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.