ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებლები "ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას ეხმაურებიან
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის ბიუროს 30 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ, კონგრესის მომხსენებლებმა — ბერნდ ფიორინგერმა (გერმანია, EPP/CCE) და სტიუარტ დიქსონმა (გაერთიანებული სამეფო, ILDG), რომლებიც საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობას აკვირდებიან, განცხადება გაავრცელეს.
"მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ ქვეყანაში მოქმედი სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით.
დემოკრატია ვერ იარსებებს პოლიტიკური პლურალიზმისა და ეფექტური ოპოზიციის გარეშე. შეშფოთებულები ვართ, რადგან ვხედავთ, რომ საქართველოს დემოკრატიის საფუძვლები თანდათან იშლება.
ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო როგორც კონგრესის, ისე ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურების — მათ შორის ადამიანის უფლებათა კომისრისა და საპარლამენტო ასამბლეის — არაერთი მოწოდება, და მოვუწოდებთ მათ, უარი თქვან ამ ნაბიჯებზე.
კონგრესი მზად არის, ნებისმიერ შესაძლო გზით დაეხმაროს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში ადგილობრივ დონეზე," — ვკითხულობთ განცხადებაში.
27 ოქტომბერს, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს იწყებენ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სარჩელით 3 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვენ, ესენია: ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა და ძლიერი საქართველო — ლელო.
ოცნების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ 30 ოქტომბერს შევიდა.
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
კომენტარები