დიდმა ბრიტანეთმა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის დაწესებული იარაღის ემბარგო გააუქმა
ფოტო: Azerbaijan24
დიდმა ბრიტანეთმა იარაღის ემბარგო, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანზე მოქმედებდა გააუქმა, რაც ოფიციალურად ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესით და რეგიონის მშვიდობის ხელშეწყობის მცდელობებით ახსნა.
13 ოქტომბერს სახელმწიფოს მინისტრმა სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ ლონდონის ეს გადაწყვეტილება სომხეთის და აზერბაიჯანთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანას ისახავს მიზნად, ასევე მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას "ჰიბრიდული საფრთხეების" წინააღმდეგ.
დაუთის თქმით, 1992 წელს ეუთოს მიერ დაწესებული იარაღის ემბარგო მოქმედებდა მთიანი ყარაბაღის ომის მწვავე ფაზისას და მიზნად ისახავდა "ყველა სახის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეჩერებას იმ ძალებისთვის, რომლებიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებში იყვნენ ჩართული". მისი თქმით, "ემბარგოს არსებობის საფუძველი ახლა უკვე აღარ არსებობს".
ემბარგო, რომელიც 1992 წლის თებერვალში გამოცხადდა, ფორმალურად ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა წევრ სახელმწიფოთა უმეტესობა მაინც იცავდა მას მთელი კონფლიქტის განმავლობაში.
ამ პერიოდში სომხეთი ძირითადად რუსეთიდან იღებდა იარაღს, ხოლო აზერბაიჯანი — რუსეთიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან.
დაუთის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, განავითაროს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობა როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან, რაც მოიცავს მათ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთო და ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში — როგორც სახელმწიფო, ისე არარეგულარული აქტორების მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ემბარგო იხსნება, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტისა და ვაჭრობის ნებართვების გაცემის განაცხადები კვლავ ინდივიდუალურად განიხილება, დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ლიცენზირების კრიტერიუმების შესაბამისად.
"გავაგრძელებთ როგორც რეგიონული, ისე შიდა უსაფრთხოების მდგომარეობის დაკვირვებას სომხეთსა და აზერბაიჯანში," — განაცხადა დაუთიმ და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებები შესაძლოა კავკასიაში ხანგრძლივ მშვიდობას დაედოს საფუძვლად.
ბრიტანეთის მთავრობამ ასევე დაადასტურა მზადყოფნა, ითანამშრომლოს როგორც სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან, რათა ითამაშოს "კონსტრუქციული და პრაქტიკული როლი" რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.
აღსანიშნავია, რომ სტივენ დაუთის დელეგაცია აგვისტოში სომხეთს ეწვია, სადაც მხარეები ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები