Helsingin Sanomat: ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მან გააუქმა
ფინური გამოცემა Helsingin Sanomat წერს, რომ ეუთოს თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენიმ თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.
ფინური გამოცემა წერს, რომ ოცნების ხელისუფლების მთავრობა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს "უკანონო საარჩევნო ღონისძიებაში" მონაწილეობასა და "ცრუ განცხადებების გავრცელებაში" ადანაშაულებს.
ვალტონენი HS-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ "პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გრაფიკის ცვლილების გამო გაუქმდა და ამის შესახებ საქართველოს მხარეს გუშინ ღამით აცნობეს".
ვალტონენი უარყოფს საქართველოს მთავრობის მტკიცებას, რომ მან მონაწილეობა მიიღო რაიმე საარჩევნო ღონისძიებაში ან გაავრცელა რაიმე ცრუ ინფორმაცია.
"მე სპეციალურად მოვედი, რომ მენახა პროტესტი, რომელიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში გრძლედება. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ", — ამბობს ვალტონენი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობთ საქართველოს მთავრობის რეაქციაზე? ეუთოს თავმჯდომარე პასუხობს:
"საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, როგორ რეაგირებენ. სამწუხაროდ, მე თვითონ მომიწია რეაგირება პრემიერმინისტრთან შეხვედრის გაუქმებით, რათა აზერბაიჯანში ჩავსულიყავი".
ვალტონენი საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა, რათა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვედროდა. მას ვიზიტის დასაწყისში ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი აზერბაიჯანის მხარესთან, თუმცა გეგმა მას შემდეგ შეიცვალა, რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი ღაზას ომის შესახებ სამშვიდობო სამიტს მასპინძლობდა.
ფინური გამოცემა წერს, რომ "მმართველი პარტია ქართული ოცნება სულ უფრო ავტორიტარული ხდება. ქვეყანამ დააპატიმრა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი და მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს "უცხოელ აგენტებად" რეგისტრაციას ავალდებულებს. როგორც ჩანს, კანონი რუსეთიდან არის კოპირებული.
ქართული ოცნება მთავრობას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს და ქვეყანა რუსეთთან უფრო ახლოს დააახლოვა. ევროკავშირმა, თავის მხრივ, გაყინა საქართველოს წევრობის პროცესი.
საქართველოს რეალურ ლიდერად, პრემიერ კობახიძის ნაცვლად, ქვეყნის უმდიდრეს ადამიანად ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ითვლება".
ელინა ვალტონენი, საქართველოში 13 ოქტომბერს ჩამოვიდა და ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა შეხვედრა, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ვალტონენიმ X-ზე დაწერა:
"მშვიდობიანი მომიტინგეები შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის წინ, თბილისში, საქართველოში, რათა გამოეთქვათ თავიანთი შეშფოთება მათ ქვეყანაში არსებული რეპრესიების შესახებ. მათ აქვთ დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ".
დღეს დილით, ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვალტონენისთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, შემდეგ კი "ოცნების" წარმომადგენლებმა ერთი მეორეს მიყოლებით გააკრიტიკეს ვალტონენის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოჩენა.
- "შერცხვენილი ხართ და ჩვენ თქვენთან არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა" — ირაკლი ზარქუა ელინა ვალტონენის
- შალვა პაპუაშვილი: "ელინა ვალტონენი მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა"
სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და დღეს, 15 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩავიდა.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები