ROI და კრეატივი — თეგეტას მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
ფოტო: თეგეტა
ფინანსურ მაჩვენებლებსა და კრეატიულ იდეებს შორის ბალანსი — ეს იყო ძირითადი თემა, რომელზეც თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა, ელენკა კოხრეიძემ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ღონისძიება Reinvent 2025 სომხეთში Renderforest-ის ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმის დღის წესრიგი განსაკუთრებულად დატვირთული იყო და ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავდა, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაციის როლი ბრენდის განვითარებაში, მომხმარებლის გამოცდილებისა (UX) და ურთიერთობის (CX) გაუმჯობესება, ასევე ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენება ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობისთვის.
ფოტო: თეგეტა
ელენკა კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის“მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “ბიზნესსფეროში ხშირად იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს კომპანიებს უწევთ არჩევანის გაკეთება ROI-ს (განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი) მკაცრ შედეგებსა და კრეატიულ მიდგომებს შორის. მარკეტინგი, რომელსაც ROI ვერ მოაქვს, ფუჭია და, ამავდროულად, უხილავია კრეატიულობის გარეშე. რეალურად, ROI და კრეატიულობა უნდა მოვიაზროთ არა როგორც ერთმანეთის კონკურენტები, არამედ, როგორც პარტნიორები, რადგან სინამდვილეში მათი სინერგია ქმნის გრძელვადიან წარმატებას. ROI გვიჩვენებს ბიზნესის წინსვლას, კრეატიულობა კი აყალიბებს ბრენდის ძლიერ და ხანგრძლივ იდენტობას მომხმარებელთა ცნობიერებაში“.
საერთაშორისო ფორუმმა წელს უკვე მესამედ უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ 2 000-ზე მეტ სპეციალისტს. ღონისძიება იქცა პლატფორმად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მეწარმეები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, იმისთვის, რომ იმსჯელონ ბიზნესის განვითარების მომავალზე, ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე.
ელენკა კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “Reinvent 2025-მა მომცა უნიკალური შესაძლებლობა, არა მხოლოდ თეგეტა ჰოლდინგის გამოცდილება გამეზიარებინა ფართო, საერთაშორისო აუდიტორიისთვის, არამედ მომესმინა სხვადასხვა საერთაშორისო ლიდერის ხედვები, გამოწვევები და წარმატების ისტორიები.
ღონისძიებაში მონაწილეობამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები, სადაც იდეების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განხილვა პირდაპირ ქმნის შესაძლებლობას კომპანიებისთვის განვითარებისა და ბაზარზე ლიდერის პოზიციის განმტკიცებისთვის“.
თეგეტა ჰოლდინგისთვის ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაცია მარკეტინგში არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენცია, არამედ სტრატეგიული პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით, რისთვისაც მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვ. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
კომენტარები