სუს-ი: აჭარაში ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე აჭარის რეგიონში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა.
სუს-ის ცნობით, ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული, ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის, ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.
"საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.
დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — ითქვა ბრიფინგზე.
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
კომენტარები