გადადგომიდან 4 დღეში ლეკორნუ ისევ საფრანგეთის პრემიერმინისტრად დაინიშნა და ახლი მთავრობაც წარადგინა
საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა სებასტიან ლეკორნუს პრემიერმინისტრად ხელახლა დანიშვნიდან 2 დღეში გამოცხადდა. ეს განცხადება კვირას, 12 ოქტომბერს, ელისეის სასახლის ვებგვერდზე გავრცელდა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი როლან ლესკური, კულტურის მინისტრი რაშიდა დატი და იუსტიციის მინისტრი ჟერარ დარმანინი თავიანთ თანამდებობებზე დარჩნენ.
ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ახალ კაბინეტში 30-ზე მეტ მინისტრს, ვიცე-პრემიერსა და მინისტრის მოადგილეს შორის "არსებობს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი რამდენიმე ფიგურა". ელისეის სასახლის განცხადების თანახმად, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალი მთავრობის ყველა წევრს 14 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე შეხვედრაზე მოიწვევს.
სებასტიან ლეკორნიუ, რომელმაც თანამდებობა 6 ოქტომბერს დატოვა, მაკრონმა პრემიერ-მინისტრად სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ ხელახლა დანიშნა. ლეკორნუს ახალი მთავრობის ფორმირება დაევალა, იტყობინება ელისეს სასახლის ვებსაიტი 10 ოქტომბრის საღამოს.
ლეკორნუმ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ.
"ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აღიზიანებს ფრანგებს და ეს არასტაბილურობა, რომელიც აზიანებს საფრანგეთის იმიჯსა და ინტერესებს", — დაწერა პოლიტიკოსმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე ხელახალი დანიშვნის შემდეგ და პირობა დადო, რომ "ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საფრანგეთმა წლის ბოლომდე მიიღოს ბიუჯეტი".
39 წლის ლეკორნუ საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ემანუელ მაკრონის მოკავშირეა. ის პირველად პრემიერმინისტრად 9 სექტემბერს დაინიშნა. ლეკორნუ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაკრონის მიერ დადასტურებული მეხუთე მთავრობის მეთაურია.
საფრანგეთში პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, ამერიკულმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 12 სექტემბერს საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი AA-დან A+-მდე შეამცირა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი რეიტინგია. საფრანგეთის სახელმწიფო ვალი ამჟამად მშპ-ს 115%-ს შეადგენს, რაც საბერძნეთისა და იტალიის შემდეგ ევროკავშირში სიდიდით მესამეა.
მაკრონის მიერ ლეკორნუს ხელახლა დანიშვნის შემდეგ, ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ, განაცხადა, რომ მისი პარტია დაუყოვნებლივ გამოაცხადებდა უნდობლობის ვოტუმს ახალი მთავრობისთვის. მემარცხენე პოპულისტურმა პარტიამ "უმოძრაო საფრანგეთი" განაცხადა, რომ მაკრონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებდა.
2024 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა (პარლამენტის ქვედა პალატა) სამ ბლოკად იყოფა: მემარცხენე, ცენტრისტული ბლოკი, რომელშიც მაკრონი და ლეკორნუ შედიან, და მემარჯვენე პოპულისტური ბლოკი. არცერთ მათგანს არ აქვს 289 ადგილის აბსოლუტური უმრავლესობა.
-
დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი? დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
გადახედვა
-
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
გადახედვა
-
"ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია "ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია
გადახედვა
-
მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
-
ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს
გადახედვა
-
თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
-
რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში? რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში? რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
გადახედვა
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
გადახედვა
-
"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა "ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი
გადახედვა
-
კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები