მიხეილ სააკაშვილი

9 Oct. 2025, 10:59

"მინდა, საზოგადოების იმ მცირე ნაწილს ვუპასუხო, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიგვეღო, სხვანაირად კი მოკვდება პოლიტიკა.

ვერ მიიღებ იმაში მონაწილეობას, რაც არ არსებობს, კვდება თუ არა ამით პოლიტიკა? სრულიად პირიქით.

მოგიყვებით ისტორიას, 2 000-იანების დასაწყისში ოპოზიციამ გამართა კონფერენცია გუდაურში და ჩვენ მოწვეული გვყავდა იერუსალიმის უნივერსიტეტის სახელგანთქმული პროფესორი შლომო ავინერი.

მაშინ ზურა ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ყოყმანობდნენ ქუჩის პროტესტის მიზანშეწონილობაში, შლომომ გააწყვეტინა და უთხრა: რატომ გეშინიათ ქუჩის აქციების? ეს ხომ პოლიტიკის ლეგიტიმური და ყველაზე ეფექტური გზაა.

ქუჩამ მოახდინა "ვარდების რევოლუცია", ორჯერ "მაიდანი", ქუჩამ მოიტანა "არაბული გაზაფხული" და მოაქვს რევოლუცია მაროკოში. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა.

ოცნებამ "არჩევნებში" ამომრჩევლის მხოლოდ 20%-ის დაწერა შეძლო, ამას დაემატა სხვა მონაწილე პარტიების მცირე პროცენტი, მაგრამ 70%-მა უნდა მიმართოს თავისი ენერგია სხვა ასპარეზზე, ქუჩის პროტესტით, გაფიცვით, ეროვნული დაუმორჩილებლობით, სოციალურ ქსელებში აქტიურობით.

ჩვენ რუსულ ოკუპაციურ დიქტატორული რეჟიმის წესებით არ უნდა ვიმოქმედოთ, შულერს არ უნდა მივუსხდეთ მაგიდასთან სათამაშოდ, ჩვენი გზა უნდა ვიპოვოთ. ეს ორ-სამ დღეში შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვინც სწორ გზაზე დადგება, წარმატება და გამარჯვება მისია!", — წერს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  3. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  4. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  5. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა

ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა. მეცნიერებს სურთ გაარკვიონ,…