გიგაური მსოფლიო ჩემპიონია — ახალგაზრდა ჯუდოკას შესანიშნავი ასპარეზობა საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს 20-წლამდე ჯუდოკათა ნაკრების წევრი, თორნიკე გიგაური (66 კგ.), ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ ტურნირზე, სადაც ახალგაზრდა ჯუდოკები მონაწილეობენ, ქართველმა მებრძოლმა შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალურ შეხვედრაში, გიგაური ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბხულახ პარშიევს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა. ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, პარშიევი ვაზარით იგებდა, თუმცა, გიგაურის შესანიშნავ გდებას ვერაფერი დაუპირისპირა.
ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციას (IJF) ქართველი ტალანტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურებია: “ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ორი ანდერდოგი დაუპირისპირდა. მათ დაამტკიცეს, რომ მსოფლიო დონეზე ყველაფერი შესაძლებელია. გიგაურმა ქართული ჯუდოკასთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და ფეთქებადობა შემოგვთავაზა”.
გიგაურის გამძლეობა და უტეხობა უთუოდ აღსანიშნავია. მან მედლის მოპოვებამდე, დიდი გზა გაიარა: დაამარცხა ყაზახი, ლიეტუველი და უზბეკი მეტოქეები, შემდეგ კი ორ ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა. ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ჯუდოკა, როგორც ფინალურ, ისე ნახევარფინალურ შეხვედრაში მარცხდებოდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ტატამიდან გამარჯვებული გამოვიდა.
ნახევარფინალში, გიგაური აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვს დაუპირისპირდა და მაშინ, როდესაც ვაზარითა და 2 იუკოთი აგებდა, მეტოქეს იპონი გაუკეთა. თითქმის ანალოგიური რამ მოხდა ფინალშიც, სადაც პარშიევს ანგარიშზე ვაზარი და იუკო ჰქონდა, თუმცა გიგაურმა ისიც ბეჭებზე გააკრა და ლიმაში საქართველოს ჰიმნი გააჟღერა.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები