ზურა ჯაფარიძე

2 Oct. 2025, 17:02

"გელა ხასაია როცა გავიცანი აფხაზეთზე წერდა/ლაპარაკობდა, უსამართლობას აპროტესტებდა და ცდილობდა ყველას დახმარებოდა, ვინც კი რაიმეს სთხოვდა.

მერე, როცა შედარებით უკეთ გავიცანი, მივხვდი, რომ ეს სამი ‘’საქმე’’ იყო რისთვისაც დილით იღვიძებდა და ლოგინიდან დგებოდა.

გალიდან არის და ღრმა ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა გადაწერილ ისტორიას, რომელსაც იქ ასწავლიდნენ.

ცოტა რომ წამოიზარდა, იმდენი ირბინა ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთჯვრიანი დროშით, სანამ რუსების მხრიდან დასაჭერად არ გაუხდა საქმე და აქეთ გადმოვიდა.

ბევრმა არ იცის, რომ ცოტა ხანი ევროპაში ცხოვრობდა.

ცოტა ხანი იმიტომ, რომ ვერ ძლებს ვერსად ამ ქვეყნის მიღმა.

აქედან ბევრი მიდის და ცოტა ბრუნდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით. ის დაბრუნდა და ცხოვრობს "კპზ"-დან "კპზ"-მდე.

ამაზე თითქმის არასდროს ლაპარაკობს — ყოველ ჯერზე, როცა აქ იჭერენ, გალში დედამისს ადგება ე.წ "აფხაზური მილიცია" და ურჩევს დაელაპარაკოს შვილს, რომ შეეშვას თბილისში პოლიტიკურ აქტივობას.

ამიტომ არასდროს დასჭირვებია დამატებითი მტკიცებულება, რომ "ქართული სირცხვილი" სინამდვილეში რუსული მმართველობაა.

დედა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთადერთი, რასაც სულ განიცდის და რაზეც სულ ფიქრობს.

დედა, რომელსაც ძალიან იშვიათად ნახულობს, რადგან ვეღარ გადადის გალში. ხშირად ელაპარაკება ტელეფონით.

ოკუპაციის ხაზის აქეთ მხარეს არ გააჩნია არაფერი, ერთი ფისოს გარდა.

საერთოდ არაფერი.

როდესაც წლების წინ მისმა ოჯახმა რაღაც თანხას მოუყარა თავი, რომ მისი მომავლისთვის რამეში დაებანდებინათ, ადგა და სოხუმში იყიდა პატარა ბინა.

კი, ერთადერთი რაც აქვს, არის პატარა ბინა სოხუმში და რწმენა, რომ იქ ოდესმე აუცილებლად დაბრუნდება.

ჩვენ შეთანხმება გვაქვს, რომ როგორც კი აფხაზეთში დავბრუნდებით, იმ ბინაში უნდა დავთვრეთ.

ახლა, ალბათ, წევს საკანში და ნერვიულობს, რომ ვიღაცას რაღაცაში დახმარებას დაჰპირდა და ვერ შეუსრულებს.

ეს არის გელა ხასაია.

50, მაქსიმუმ 60 კგ წონის ჯიუტი მეგრელი, რომელსაც რუსულ ტრადიციულ, თავხედურ, ცინიკურ სტილში რეჟიმი ყოველ ჯერზე იმას აბრალებს, რაც უბრალოდ შეუძლებელია.

რამდენჯერმე გაასამართლეს სპეცრაზმის კორდონის გარღვევის მცდელობისთვის და ახლაც ვიღაცისთვის ხელის მოტეხვას ტენიან, რომ 4-6 წლით გაუშვან ციხეში.

მხოლოდ მონას შეუძლია სჯეროდეს, რომ ასეთ უსამართლობას ხანგრძლივი სიცოცხლე უწერია.

ბოლოშა!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

აგვისტოს პომიდორი რომ გამორჩეულად გემრიელია, ეგ ამბავი ახალი არაა. ხელით შეგიძლია გახლიჩო, სულ ოდნავ მარილი მოაყარო და…