მამუკა მდინარაძე

2 Oct. 2025, 11:12

"მე ისიც მოვისმინე წინა დღეების განმავლობაში, თითქოს ეს არის წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და მე პირობას ვაძლევ ყველა ასეთი ეჭვის (არათუ განცხადების) ავტორს, რომ კორუფციასთან ბრძოლა შეუქცევადად გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც, ვიდრე ჩვენი გუნდი ამ ქვეყნის სათავეში იქნება. აბსოლუტურ გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ კორუფციასთან ვიქნებით შეუწყნარებლები. თქვენ ახსენეთ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში იმგვარად გარეული, რომ მას დაუმტკიცდება დანაშაული, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის ვიბრძოდით, ვიბრძვით, თავი გვქონდა და გვაქვს გადადებული და ამ დროს ვიღაცა გვერდით ხელს ითბობს და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს, ეს არც მორალურად და არც კანონის მიხედვით გამართლებული საქციელი არ არის. ამიტომაც არავის მიმართ არ ვიქნებით შემწყნარებლები, თუკი კორუფციულ ფაქტებში ექნებათ ხელი გასვრილი", — განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სუს-ის ახალმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელმაც პატიმრების…