იულიან ბულაი

იულიან ბულაი

30 Sep. 2025, 10:56

"ორივე ნიკა [გვარამია და მელია] დაპატიმრებულია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაპატიმრებულია, ელენე ხოშტარია დაპატიმრებულია, გიორგი ვაშაძე დაპატიმრებულია - იმდენი ადამიანია პატიმრობაში, იმის ნაცვლად, რომ ახლა ადგილობრივი არჩევნების კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ეს არ შეესაბამება დემოკრატიის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს. და ეს გზავნილი, ეს ბრალდება სწორედ "ქართულ ოცნებას" მიემართება. ვიტყვი ყველას სახელით - გზავნილი სტრასბურგიდან ასეთია - ქართველი ხალხი მარტო არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს ადგილზე - საჭიროა ძალადობისგან თავის შეკავება, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ვინც დღეს ციხეშია, და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც წარმომადგენლობითობის სამართლიან შანსს მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნების დონეზე. ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ვიდგებით აქ, მანამ, სანამ არ დავინახავთ იმედის ნიშნებს თბილისიდან, რომ ავტოკრატიული რეჟიმი უკან იხევს, და ვიდგებით აქ მანამ, სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს, ქართველ ხალხს. ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენ მარტონი არ ხართ" .


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება

2024 წელს მეცნიერებმა პირველი პირდაპირი მტკიცებულება აღმოაჩინეს იმაზე, რომ ადამიანის თავისა და ზურგის ტვინში შინაგანი…