მიხეილ სააკაშვილი

29 Sep. 2025, 14:57

მრავალ წელს მისჯიან იმისათვის, რაც ჩემი საკონსტიტუციო მოვალეობა იყო, განმეხორციელებინა ჩემი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები, წარმედგინა ქვეყანა უცხოეთში. უსმინეთ ივანიშვილის ზებრის გამოსვლას გაეროში [მიხეილ ყაველაშვილი]. აქ ჩემს დროს ჩამოვიდა ამერიკის სამი პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი, 2 სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები. მათი გამასპინძლების ხარჯები, ისევე როგორც ყველა სხვა ხარჯი, ოფიციალურად იყო დოკუმენტირებული და შესაბამისად, ოლიგარქის პროკურატურის მიერ უადვილესად აღმოსაჩენი იყო.

ამ ოფიციალურ დოკუმენტებს პირდაპირ მიაკრეს გაფლანგვის მუხლი და ეს გააკეთა ივანიშვილმა, რომელიც იძახდა, რომ 19 მილიარდი მქონდა მითვისებული, რომელმაც ღამე საკნიდან მერაბიშვილი გამოიყვანა და შესთავაზა გათავისუფლება ჩემი არარსებული უცხოური ანგარიშების ნომრების გადმოცემის ფასად.

კარგი რაც მოხდა, ხალხმა ამ წლებში დაიწყო კითხვების დასმა თუ სინამდვილეში რატომაა დაპატიმრებული სააკაშვილი, მათ შორის ისეთმა ხალხმა მოიკითხა ეს ამბავი, ვინც ადრე თვლიდა რადგან დაპატიმრებულია, ალბათ, მართლა რამე აქვს აქვს ჩადენილი და ახლა ამდენი სხვა ადამიანის დაჭერის შემდეგ როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში ხალხს თურმე უდანაშაულოდ იჭერენ.

არც ის არაა შემთხვევითი, რომ განზრახული აქვთ ჩემი საყვარელი ვენახის და იქ მდგომი 70კვ. მეტრი სახლის ჩამორთმევა. ამ სახლის ხელა ამ კორუმპირებული ბანდის თითოეულ წევრს ტუალეტები აქვთ ქართველებისგან მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებში.

ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, სადაც ე.წ პიჯაკების საქმეზე  მას და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოსთვის 9 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?

1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე…