ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების — ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა ოცნების ხელისუფლებას მიმართავს
"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა შექმნილი კრიზისის მართვასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი და ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს," — ასე მიმართავს ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების — ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა ოცნების ხელისუფლებას.
გავრცელებულ განცხადებაში ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ოთხი თვის განმავლობაში ხარაგაულის მერი მათ მხოლოდ ერთხელ, 22 ივლისს შეხვდა.
მოსახლეობა ოცნებას მოუწოდებს ყურადღება მიექცეს ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანების დროებით განსახლებას ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში.
დამეწყრილი სოფლების მაცხოვრებლებო სათანადო კომპენსაციის გადახდას ითხოვენ.
მიმართვაში მეწყრულ პროცესზე საუბრისას მოსახლეობა გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებს — სარკინიგზო გზის არასწორად წარმოებულ მშენებლობას, დასახლებულ პუნქტში აფეთქებებსა და 2019-2022 წლებში მთის ფერდის ჩამოჭრას.
განცხადების ავტორები მოითხოვენ უმოკლეს ვადაში ჩატარდეს სრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელიც მეწყრული პროცესის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.
"მოგმართავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში შექმნილ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც თითქმის ოთხი თვეა, აქტიურად და ხილულად მიმდინარეობს მეწყრული პროცესები, რაც ყოველდღიურად აუარესებს მდგომარეობას და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და საკუთრებას.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია) ჩართულობა შექმნილი კრიზისის მართვასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი და ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს. პრობლემის მასშტაბურობა, მისი სირთულე და ის საფრთხეები, რაც სტიქიას მოაქვს/შესაძლოა მოიტანოს, აშკარად სცდება ადგილობრივი რესურსებისა და მუნიციპალიტეტის კომპეტენციების ფარგლებს.
არსებული ვითარება საჭიროებს ცენტრალური ხელისუფლების აქტიურ ქმედებებს და კოორდინირებულ ჩართულობას, რათა დაძლეულ იქნას შექმნილი კრიზისი რეგიონში.
გვსურს მოკლედ მოგახსენოთ ადგილზე შექმნილი კრიტიკული ვითარების შესახებ: ორი სოფლის ტერიტორია, დაახლოებით 90 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელიც გამოიყენებოდა საცხოვრებლად და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, სრულად დამეწყრილია და გამოუსადეგარი გახდა როგორც საცხოვრებლად, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის.
მეწყრული პროცესები შეუქცევადია და ჯერ კიდევ პროგრესირებს. გვინდა მოგახსენოთ, რომ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში. მდგომარეობა მძიმე და კრიტიკულია.
მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი უშუალო ყურადღება და ჩართულობა არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. გთხოვთ, გულისხმიერებით მოეკიდოთ შემდეგ საკითხებს და დროულად გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები ამ გამოწვევების გადასაჭრელად:
1) უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიექცეს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და დროებით განსახლებას ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში.
ასევე მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იყოს დაზარალებული ოჯახებისთვის საკუთარ სახლებში არსებული მოძრავი ნივთების, ღირებული სამშენებლო მასალებისა თუ კონსტრუქციული ელემენტების (მათ შორის, კარ-ფანჯრების, ღობის კონსტრუქციების და სხვა მოხსნადი ქონების) უსაფრთხო დემონტაჟისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დახმარება და ხელშეწყობა, რათა თავიდან ავიცილოთ სრული ზარალი.
2) კომპლექსური და მიზეზების დამდგენი გეოლოგიური კვლევა: მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე ე.წ. "კომპლექსური კვლევის" ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მეწყრული პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენას.
მოსახლეობის აზრით, ეს პროცესი წლების მანძილზე გამოიწვია არასწორად წარმოებულმა სარკინიგზო გზის მშენებლობამ, კერძოდ, დასახლებულ პუნქტში აფეთქებებმა და მთის ფერდის ჩამოჭრამ 2019-2022 წლებში.
2020 წლიდან სოფლების ტერიტორიაზე უკვე შეინიშნებოდა მცირედი ბზარები როგორც გზებზე, ასევე საცხოვრებელ სახლებზე. დღეის მდგომარეობით კი მან მოიცვა ორივე სოფელი, რომლებიც მთლიანად განადგურებულია.
კვლევა, რომელიც ჩატარდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთით, დასრულებულია და შედეგები 7 სექტემბერს უნდა გამხდარიყო საჯარო, თუმცა, არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოსახლეობისთვის არ ხდება გასაჯაროება.
ასევე, ჩვენი მოსაზრებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეოლოგიური სამუშაოები არ იქნა სრულყოფილად შესრულებული.
მოვითხოვთ, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი სრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაადგენს მეწყრული პროცესის გამომწვევ მიზეზებს. ასევე განისაზღვროს მისი ჩატარების კონკრეტული დრო და განრიგი.
3) ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის გარემოება, რომ არსებული სიტუაცია ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის არამარტო ამ ორ სოფელს, არამედ მთელ ხეობას, მიმდებარე სოფლებსა და ასევე, რკინიგზას. სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მოწყვეტილი მიწის მასა პირდაპირ ჩაედინება მდინარე ყარნებას ხეობაში, რაც იწვევს წყლის მასის რამდენიმე ადგილზე დაგუბებას.
მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მიმდინარეობს წყლის გამოშვების სამუშაოები, გამოდინების პროცენტულობა ძალიან დაბალია, დაგუბებასთან შედარებით; განსაკუთრებით, ბოლო დღეებში არსებული უხვი ნალექის ფონზე, რაც თვალნათლივ ჩანს.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მყისიერი რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა არ აღმოვჩნდეთ უმძიმეს სიტუაციაში.
4) ამ ოთხი თვის განმავლობაში მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი მხოლოდ ერთხელ შეხვდა, 22 ივლისს.
მათი მხრიდან მეორე შეხვედრის დაპირების, ასევე ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გაცვლის მცდელობისა და შეხვედრის მოთხოვნის მიუხედავად, მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის დამატებითი კომუნიკაცია ამ დრომდე არ მომხდარა.
5) სამართლიანი კომპენსაცია და საკუთრების უფლების მოწესრიგება: ეკომიგრანტთათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და მინიჭების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ დაზარალებული ოჯახებისთვის ღირსეული ცხოვრების უფლებას.
აღნიშნული სოფლები ყველასთვის მამაპაპისეული ადგილია და წინაპრების საფლავებიც აქ არის.
გთხოვთ, თქვენი უშუალო ჩართულობით, განხილულ იქნას ჩვენი შემთხვევა, როგორც განსაკუთრებული, რათა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ალტერნატიულ უსაფრთხო და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილ ადგილას ამ ორი სოფლის მოსახლეობის დასახლების შესახებ, ან მოსახლეობისთვის ღირსეული კომპენსაციის გაცემის თაობაზე და ყველა დაზარალებულს, მიეცეს შესაბამისი და სათანადო კომპენსაცია.
გვჯერა, რომ თქვენი მხრიდან პრობლემისადმი მეტი ყურადღების გამოჩენა და შესაბამისი უწყებების კოორდინაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ჩვენი მოსახლეობის ბედი და მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დროულ და ქმედით ნაბიჯებზე.
ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს ვადაში მივიღებთ თქვენს პასუხს და დავინახავთ თქვენი მხრიდან რეალურ ნაბიჯებს ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად.
პატივისცემით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალის და სოფელ ღვერკის მაცხოვრებლები" — ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვის ადრესატები არიან: ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
ასევე იხილეთ:
- "მთის ამბებისა" და "ღია სივრცის" ინფორმაციით, ხარაგაულის სოფლებში მიწაზე ნაპრალების გაჩენის მიზეზი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მიერ მთის ძირში გვირაბების აფეთქებებით გაყვანაა
- ხარაგაულის მერია: "კონტროლდება მეწყრული პროცესების დინამიკა"
- "მთის ამბების" ცნობით, ხარაგაულში მეწყერმა ყარნებას ხეობა ჩაკეტა და 2 საათზე მეტია მდინარე გუბდება
- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის ორ სოფელში მეწყერი გააქტიურდა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები