ტექნოლოგიებისა და დიზაინის სინთეზი ერთ სივრცეში — ვოლვო ქარ საქართველომ ახალი XC90 და EX90 წარადგინა
ფოტო: თეგეტა
განახლებული Volvo XC90 და სრულად ელექტრული EX90 ქართული ბაზრისთვის უკვე ხელმისაწვდომია. შვედური ბრენდის უახლესი მოდელების პრეზენტაცია უჩვეულო გარემოში, რიტუალების სასახლეში გაიმართა. ინოვაცია, დიზაინი და თანამედროვე ხედვა საღამოს მთავარ თემად იქცა — ორი შვიდადგილიანი SUV-ი "სიტუაციონისტის" ახალი კოლექციის თანხლებით წარადგინეს.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს Volvo-ს 2025 წლის მოდელების შესაძლებლობები ვოლვო ქარ საქართველოს დირექტორმა გააცნო.
ფოტო: თეგეტა
ირაკლი იმნაძე, ვოლვო ქარ საქართველოს დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ Volvo-ს ფლაგმანი მოდელი XC90 და ახალი თაობის სრულად ელექტრული EX90 უკვე ჩვენს შოურუმშია.
მინიმალისტური სტილითა და უსაფრთხოების მაღალი დონით გამორჩეული XC90 ოჯახისთვის არის განკუთვნილი. ეს არის მოდელი, რომელმაც პრემიუმ SUV სეგმენტში Volvo ლიდერის პოზიციაზე დაამკვიდრა.
რაც შეეხება EX90-ს, ის ბრენდის მომავლის ხედვას წარმოადგენს. ელექტრომობილი ყველაზე ინოვაციური სისტემებით არის აღჭურვილი, გამონაბოლქვის დონე კი ნულოვან ნიშნულზეა.
ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა, უფრო ახლოს გავაცნოთ საზოგადოებას ბრენდის ხედვა, გავუზიაროთ უახლესი ტექნოლოგიები და შევუქმნათ ის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც Volvo სთავაზობს“.
ფოტო: თეგეტა
შვედური წარმოების ავტომობილები ორგანიზატორებმა შთამბეჭდავი სანახაობის ფონზე წარადგინეს. სტუმრებმა, Volvo-ს ახალ მოდელებთან ერთად, "სიტუაციონისტის" 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია იხილეს.
პრეზენტაცია Studio Liberty-სა და ალდაგის პრემიუმ ბრენდის, პრიმოს მხარდაჭერით შედგა. საღამოს ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, Volvo-ს პარტნიორები და შვედური ბრენდის მოყვარულები.
ფოტო: თეგეტა
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი: "ინოვაცია, სტილი, ელეგანტურობა და ტრადიციები ერთ სივრცეში მოვაქციეთ. გვსურდა, ღონისძიება გამორჩეული ყოფილიყო და პრეზენტაცია იმ ხელოვანებთან ერთად დავგეგმეთ, რომლებთანაც საერთო ღირებულებები გვაქვს. სადა, დახვეწილი სტილი, მაღალი ხარისხი, ზრუნვა გარემოზე - შინაარსობრივი და ესთეტიკური თანხვედრა "სიტუაციონისტთან" გვაერთიანებს. მოხარულები ვართ, რომ ირაკლი რუსაძის სეზონური კოლექცია საქართველოში პირველად სწორედ ჩვენმა სტუმრებმა იხილეს.
აღსანიშნავია მუსიკალური ნაწილიც. პერფორმანსისთვის საგანგებოდ დაწერა მუსიკა ტუსია ბერიძემ. რიტუალების სასახლის ზარების ხმასთან ინტეგრირებული მელოდია ემოციურ ატმოსფეროს ქმნიდა და საღამოს კონცეფციას უსვამდა ხაზს.
ასევე განსაკუთრებული მადლობა Young Georgian Lolitaz-ის წევრებს, რომლებიც სპეციალურად ჩვენი ღონისძიებისთვის ისევ შეიკრიბნენ“.
ფოტო: თეგეტა
სკანდინავიური სისადავით, მაღალი შესაძლებლობებითა და Volvo-სთვის დამახასიათებელი უსაფრთხოებით გამორჩეული მოდელების შერჩევა ვოლვო ქარ საქართველოს VRE კონცეფციის შოურუმშია შესაძლებელი. უნივერსიტეტის №6-ში მისული მომხმარებელი ბრენდზე მორგებულ სრულ სერვისს მიიღებს.
ტექნიკური მახასიათებლები:
Volvo XC90 XC90 ახალი თაობის SUV-ია. მოდელი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავით, Mild-Hybrid და Plug-in Hybrid ტექნოლოგიებით. Plug-in Hybrid ვერსია 455 ცხენის ძალასა და 709 ნმ ბრუნვის მომენტს ავითარებს, რაც საშუალებას აძლევს მანქანას, 0-დან 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 5.4 წამში აჩქარდეს. ელექტრორეჟიმში კი ავტომობილი 70 კმ-მდე სავალ მანძილს ფარავს. ყველა ვერსია კომპლექტდება 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და სრულამძრავიანი სისტემით.
Volvo EX90 ბრენდის სრულიად ახალი ელექტრიფიცირებული SUV-ია. სტანდარტული Twin Motor ვერსია 408 ცხენის ძალას ავითარებს და WLTP (მსოფლიოში ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილების ტესტირების პროცედურა) ციკლის მიხედვით 590 კმ-მდე სავალ მანძილს ფარავს ერთ დატენაზე. Performance ვერსია კი 517 ცხენის ძალით გამოირჩევა და 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 4.9 წამში აჩქარდება. ორივე ვერსია აღჭურვილია 111-კილოვატსაათიანი ელემენტით და სწრაფი დამტენის გამოყენებით 10-დან 80%-მდე, სულ რაღაც, 30 წუთში იმუხტება.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულება, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ვოლვო ქარ კავკასია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები