საბედისწერი გზა: ომალოს სკოლიდან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში
ფოტო: ამერიკის ხმა
ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) რიგებში საქართველოს რიგით 28 მოქალაქე მოკლეს. 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები: ამინათ წინწალაშვილისა და გივი კუშტანაშვილის ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო. შვილის დაღუპვის შესახებ ოჯახს სირიიდან გუშინ შეატყობინეს.
მშობლებმა მუსლიმი ბოლოს 2015 წლის 2 აპრილს ნახეს. მეათე კლასის მოსწავლე დედამ დილით ომალოს საშუალო სკოლაში გააცილა, თუმცა არასრულწლოვანი თავის 18 წლის მეგობარ რამზან ბაღაკაშვილთან ერთად, სკოლის ნაცვლად თბილისის აეროპორტში აღმოჩნდა. იქედან სტამბოლში, თურქეთიდან კი სირიაში.
საქართველოს კანონმდებლობით, მესაზღვრე ვალდებული იყო, გადაემოწმებინა, არსებობდა თუ არა მშობლების თანხმობა, რომ არასრულწლოვან კუშტანაშვილს ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მესაზღვრე შეცდა და მას "სასტიკი საყვედური" გამოუცხადა.
ბიჭებიდან პირველი რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. იგი სირიის ტერიტორიაზე 2016 წლის დეკემბერში მოკლეს. ამინათ წინწალაშვილი ყველანაირად ცდილობდა შვილის უკან დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. 10 თვის შემდეგ სირიიდან მუსლიმ კუშტანაშვილის გარდაცვალების ცნობაც მოვიდა. დუმასტურელი ჟენია იმედაშვილი ამბობს:
ამათ გაიგეს და ჩვენც ოჯახის ღრიალით გავიგეთ ეს ცუდი ამბავი. ეშმაკობა არა ჰქონდა, ჭკვიანი, კარგი ბიჭი იყო. ასაკით ხო პატარა იყო, მეზობლობაშიც ძალიან კარგი ბავშვი იყო
"ამათ გაიგეს და ჩვენც ოჯახის ღრიალით გავიგეთ ეს ცუდი ამბავი. ეშმაკობა არა ჰქონდა, ჭკვიანი, კარგი ბიჭი იყო. ასაკით ხო პატარა იყო, მეზობლობაშიც ძალიან კარგი ბავშვი იყო."
"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ომალოს საშუალო სკოლის მოსწავლეების კუშტანაშვილისა და ბაღაკაშვილის გადაბირებისთვის, 2016 წლის მარტიდან, 14 წლიან სასჯელს აიუფ ბორჩაშვილი იხდის. სოფელ ჯოყოლოს ყოფილმა იმამმა აღიარა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის 'ხალიფასთან" "ბაიათით" ანუ ფიცით იყო დაკავშირებული.
გამოძიების ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილი ისლამისტ ტერორისტებს უცხოეთის ქვეყნებში რამდენჯერმე შეხვდა, მათ შორის ავღანეთსა და სირიაში. 2014 წელს, სირიაში მისი ბოლო ვიზიტისას, ISIS-ის მაშინდელმა "ომის მინისტრმა" აბუ ომარ ალ შიშანმა იგივე თარხან ბათირაშვილმა იგი "პანკისის ჯამაათის" "იმამად" დანიშნა და რეკრუტების გადაბირება დაავალა.
აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ, საკვანძო ჩვენება მისმა თანასოფლელმა, ვაჰაბიტმა გიორგი ბორჩაშვილმა მისცა. ჩვენების მიხედვით, ომალოს სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასელებისთვის: კუშტანაშვილსა და ბაღაკაშვილისთვის პირადობის მოწმობების აღება და ავიაბილეთების შეძენა სწორედ აიუფ ბორჩაშვილის დავალებით მოხდა.
ომალოს საშუალო სკოლაში მუსლიმ კუშტანაშვილისა და რამზან ბაღაკაშვილის მასწავლებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ ორივე ძალიან კარგი მოსწავლე იყო და დაუჯერებელია, რომ სიცოცხლე ასე უაზროდ და ტრაგიკულად დაასრულეს:
არასოდეს შეგვიმჩნევია, რომ მათ ვაჰაბიზმისა და რადიკალური ისლამისკენ მიდრეკილება ჰქონოდათ. დაუჯერებელია რაც მოხდა
"სწავლის მხრივაც ძალიან კარგი იყო, ყოფაქცევითაც, ერთი სიტყვით, მისაბაძი მოსწავლე იყო. მეორე ბავშვი სწავლის მხრივ ასეთი კარგი არ იყო, მაგრამ ზრდილობიანი იყო, შეგნებულიც. არასოდეს შეგვიმჩნევია, რომ მათ ვაჰაბიზმისა და რადიკალური ისლამისკენ მიდრეკილება ჰქონოდათ. დაუჯერებელია რაც მოხდა."
2017 წლის აგვისტოს ბოლოს, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში "ალ ბარა პანკისად" წოდებული 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი ოჯახთან, 26 წლის ფეხმძიმე მეუღლე ლელა გაურგაშვილთან და სამ შვილთან ერთად, დაბომბვის დროს დაიღუპა.
ტოხოსაშვილი საქართველოდან 2015 წელს წავიდა და მალევე "ლატაკიის ჯამაათის" ლიდერად იქცა. თუმცა, 2016 წლიდან, "ისლამურ სახელმწიფოს" ტერორისტებს შეუერთდა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ომალოში ქისტური ტრადიციისამებრ სამძიმრის მისაღებად ტოხოსაშვილებში ჭიშკარი გაიღო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, მშობლებმა, რომლებმაც შვილი, რძალი და შვილიშვილები გამოიგლოვეს, შეიტყვეს რომ ისინი ცოცხლები არიან.
სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეები (2012-2017)
- 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012);
- 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013);
- 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013);
- 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013);
- 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014);
- 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014);
- 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014);
- 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014);
- 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014);
- 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014);
- 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015);
- 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015);
- 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015);
- 28 წლის ბესლან მუხტაროვი (დეკემბერი 2015);
- 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016);
- 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016);
- 22 წლის ხვიჩა გობაძე (იანვარი 2016);
- 38 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი 2016);
- 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი (ივნისი 2016);
- 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016);
- 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016);
- 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016);
- 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016);
- 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016);
- 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016);
- 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი 2016);
- 25 წლის მუჰმად ბაღაკაშვილი (ივლისი 2017);
- 20 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი (ოქტომბერი 2017).
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა





კომენტარები