FBI-მ მეტამფეტამინი დაწვა — თავშესაფრის თანამშრომლები კლინიკაში მოხვდნენ
მონტანაში მდებარე ცხოველთა თავშესაფრიდან 70-ზე მეტი კატა და ძაღლი გაიყვანეს, ხოლო კვამლის ჩასუნთქვის გამო 14 თანამშრომელი სამკურნალოდ საავადმყოფოში მოხვდა — ეს კვამლი მეტამფეტამინის დაწვის შედეგად წარმოიშვა.
ტრინიტი ჰალვერსონი, რომელიც ბილინგსში (მონტანა) მდებარე ცხოველთა თავშესაფარს ხელმძღვანელობს, ოთხშაბათს ოფისის გარეთ იყო, როცა რაღაც "არასწორი სუნი" იგრძნო.
იელოუსტოუნ ველის ცხოველთა თავშესაფარი
ფოტო: მეთიუ ბრაუნი / AP
შენობაში შესვლისას დერეფნებში სქელი კვამლი შენიშნა და გაარკვია, რომ იმავე შენობაში, ქალაქის ცხოველთა კონტროლის სამსახურის ნარჩენების დანადგარში, რაღაც იწვოდა.
ჰალვერსონის თქმით, თავშესაფრის თანამშრომლებმა ნიღბები გაიკეთეს და თავშესაფარში მყოფი დაახლოებით 75 კატისა და ძაღლის ევაკუაცია დაიწყეს, სანამ რამდენიმე მათგანი ცუდად გახდებოდა. როდესაც ჰალვერსონი საავადმყოფოში აღმოჩნდა, ექიმებს აინტერესებდათ, რა იწვოდა იმ დანადგარში.
პასუხი საოცარი აღმოჩნდა: იქ FBI-მ მეტამფეტამინი დაწვა.
ჰალვერსონის თქმით, აქამდე არასდროს სმენია, რომ ფედერალური აგენტები ნარკოტიკებს იმ დანადგარში წვავდნენ, რომელიც ჩვეულებრივ ქალაქის ცხოველთა კონტროლის სამსახურის მიერ გამოიყენება ველური და შინაური, ევთანაზირებული ცხოველების ნარჩენების დასაწვავად. "მხოლოდ ჭორების დონეზე გვქონდა მოსმენილი, რომ იქ რაღაცას, რასაც ‘მტკიცებულებას’ ეძახდნენ, წვავდნენ," — თქვა მან ორშაბათს — "მაგრამ არასოდეს დადასტურებულა, რომ ეს ნარკოტიკები ან სხვა საშიში ნივთიერებები იყო, სანამ ოთხშაბათს საავადმყოფოში არ აღმოვჩნდი".
მისი თქმით, მან და იელოუსტოუნის ველის ცხოველთა თავშესაფრის კიდევ 13-მა თანამშრომელმა მკურნალობა გაიარეს მეტამფეტამინის კვამლის ჩასუნთქვის გამო. თითოეულ მათგანს ჰიპერბარიული ჟანგბადის კამერაში სამ-საათიანი თერაპია ჩაუტარდა. სამმა თანამშრომელმა მოგვიანებით სუნთქვის პრობლემების გამო განმეორებითი მკურნალობაც გაიარა.
ჰალვერსონის თქმით, დამწვარი მეტამფეტამინი სუნით ქლორს ჰგავდა. თანამშრომლები, რომლებიც ცხოველების ევაკუაციისას ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ კვამლში, "გაოფლიანდნენ და თავბრუ ეხვეოდათ", ზოგიერთს კი შემდგომში თავის ტკივილიც დარჩა.
მისივე თქმით, კატებისა და ძაღლების უმეტესობა დროებით მზრუნველ ოჯახებთან გადაიყვანეს და ისინი კარგად გრძნობენ თავს.
ბილინგსის პოლიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ქალაქის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების დანადგარში FBI.-მ მეტამფეტამინი დაწვა. დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის და სხვა სამსახურები ამ დანადგარს ნარკოტიკების გასანადგურებლად დიდი ხანია იყენებენ. დეპარტამენტმა თანამშრომლებს ცხოველების სწრაფი ევაკუაციისთვის მადლობაც გადაუხადა.
"FBI და ადგილობრივი სამართალდამცავები რეგულარულად იყენებენ გარე ობიექტებს ნარკოტიკული მტკიცებულებების კონტროლირებადი დაწვისთვის", — ნათქვამია FBI-ს წარმომადგენლის, სანდრა ბარკერის განცხადებაში.
ჰალვერსონის თქმით, დეზინფექციის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თავშესაფრის თანამშრომლები და ცხოველები შენობაში ჯერ ვერ დაბრუნდებიან. თავშესაფარი უკვე აგროვებს შემოწირულობებს ამ დროის გადასატანად.
"გვეშინია", — თქვა მან განცხადებაში. "გულგატეხილები ვართ, მაგრამ ასევე საზოგადოების სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობთ, რისთვისაც უზომოდ მადლიერები ვართ".
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები