ალეკო ცქიტიშვილი: თანხას რომ რიცხავდა მოქალაქე და დანიშნულებაში ჩაწერა: "გავიმარჯვებთ სახელოვნად", ამასთან დაკავშირებით მომიწია განმარტება
"ჯარიმის გადასახდელად თანხას, რომ რიცხავდა მოქალაქე და დანიშნულებაში ჩაწერა: "გავიმარჯვებთ სახელოვნად", ამასთან დაკავშირებით მომიწია განმარტება" — ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა ე.წ. პირბადეების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას კითხვები გადარიცხვებთან დაკავშირებით ჰქონდა.
"ძირითადად ამ საკითხებს შეეხებოდა — დონორები ვინ გყავთ, თანხას, როგორ რიცხავენ, ჯარიმების თანხას რატომ იხდიდით და ამ კითხვებზე ვუპასუხე. ჯარიმის გადასახდელად თანხას, რომ რიცხავდა მოქალაქე და დანიშნულებაში ჩაწერა: "გავიმარჯვებთ სახელოვნად", ამასთან დაკავშირებით მომიწია განმარტება, რომ მასთან დაკავშირებით რაიმე კრიმინალის შემცველი ამ დანიშნულების სიტყვებში არ ყოფილა და მარო მაყაშვილის სიტყვებია. ეს არის რუსეთის სცენარით დაწერილი პროცესი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია როგორც გამოძიება, ისე ყოველი სხდომა, ჩვენი დაბარებები. მზიანი არის არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება," — განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ სხდომის დეტალებზე ისაუბრა.
"ყველაზე მთავარი, რაზეც მე გავამახვილებდი ყურადღებას ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც იჩენდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლების მიმართ. აგრესიული ტონი, კითხვები რაც ისმებოდა, ჩემთვის ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, თუ როგორ კონტროლდება ყველა ჩვენი Facebook პოსტები, კონტროლდება ყველა ჩვენი გამოთქმული მოსაზრება და ცდილობენ ამ მოსაზრების უკან მოიაზრონ პოლიტიკური განცხადებები,"— განაცხადა ადვოკატმა.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემაც, რომელსაც გადასახადის დანიშნულებამ კითხვები გაუჩინა:
"ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით — "სახელოვნად გამარჯვებისთვის", შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, რა თანხებია და ვისზე უნდა გაემარჯვათ", — თქვა პროკურორმა.
ალეკო ცქიტიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხებოდა.
შეგახსენებთ, 9 აპრილს პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ: ნანუკა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ გეგუჩაძის სახლებში.
საქართველოს პროკურატურამ სოლიდარობის ფონდების საბანკო ანგარიშები 17 მარტს საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლის, ვატო შაქარიშვილის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე დააყადაღა.
ასევე იხილეთ:
- პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და მარიამ ბაჯელიძის სახლებში ჩხრეკას ატარებს — ბოლო ცნობები
- რეპრესიები გაგრძელდება, თუმცა, არავის ეშინია რეჟიმის — ალეკო ცქიტიშვილის სახლში ჩხრეკა დასრულდა
- NGO-ების განცხადება: [ფონდების ჩხრეკა] არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია ადამიანების გაჩუმებისკენ
- ნანუკა ჟორჟოლიანი: შემდეგი ეტაპი იქნება, ბრალს წამიყენებენ და ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო
- ვატო შაქარაშვილი სოლიდარობის ფონდების დაყადაღებას გამოეხმაურა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები