ნანუკა ჟორჟოლიანი: შემდეგი ეტაპი იქნება, ბრალს წამიყენებენ და ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში რამდენიმესაათიანი ჩხრეკა დასრულდა. ჟურნალისტმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩხრეკის დროს სუსი პროკურატურას მეთვალყურეობას უწევდა და მითითებებს აძლევდა. ჟორჟოლიანმა ასევე განაცხადა, რომ ჩხრეკის განჩინება პირველ აპრილს იყო გაცემული, ვადა გასდიოდა ამ ნებართვას და ის შესაბამისად გამოიყენეს.
ჟურნალისტის ახსნით, პროკურატურის წარმომადგენლებს სერიოზული რეაქცია ლაივ-ჩართვაზე ჰქონდათ. მათ არ სურდათ ლაივში დაფიქსირებულიყო, როგორ იღებდა პროკურატურა სუსისგან ჩხრეკის მიმართულებებს.
"დილის 9 საათი ჯერ არ იყო, როდესაც მივიღე შეტყობინება ჩემი ადვოკატისგან, რომელიც ასევე არის "ფროსფერითის" ადვოკატი, რომელმაც მითხრა, რომ იქ შევიდნენ ჩხრეკაზე და იცოდე, მაინც ინფორმაციას გაწოდებ. ამის შემდეგ, ჩემი შვილი წავიდა და მითხრა, რომ დაბლა ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და მივხვდი, რომ ჩხრეკაზე შემოდიოდნენ. ერთადერთი მინდოდა, რომ საბას სახლიდან გაესწრო, მაგრამ ვერ გაასწრო.
წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. მასთან ერთად იყვნენ პროკურორები, რომლებსაც ეწერათ, რომ იყვნენ პროკურორები. იყო 5 ცალი, რაღაცნაირი, უფორმო პოლიციელი. საბამ ამოიცნო ერთი და მითხრა, რომ ეს არის პოლიციელიო. რომ მივხვდი უკვე ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რომ ტელეფონი წაერთმიათ, მე თვითონ მივეცი, საბა რახან იყო სახლში. პირველი, ყველაზე სერიოზული რეაქცია რაზეც ჰქონდათ, ეს იყო ლაივი და მე მათ ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდომა არ მქონდა და შესაბამისად, ეს იყო ჩემი დაცვა, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც კი აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ ლაივს არ გავთიშავდი.
საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი, რადგან პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუსი მეთვალყურეობას ეწეოდა. ეს არის საინტერესო, რადგან იქ ნდობის ფაქტორები არის სისტემაში მორღვეული, "ოცნება" სისტემაში ერთმანეთს ნაკლებად ენდობა. პროკურატურა რომ დადიოდა, სუსი ეუბნებოდა რა უნდა ექნა. ისინი ეუბნებოდნენ, ანიშნებდნენ, ისინი იღებდნენ პირდაპირ ეთერში გარკვეულ მინიშნებებს და პროკურატურაც ამის მიხედვით მოქმედებდა. მათი მთავარი ამბავი იყო, რომ ლაივში ეს ყველაფერი არ ყოფილიყო.
ჩხრეკის განჩინება არის გაცემული პირველ აპრილს. მე რომ სამ აპრილს დავწერე სტატუსი, რომ ჩემს სახლში ჩხრეკაზე შემოდიან, ის ინფორმაცია იყო სწორი. სამართლებრივად ამიხსნეს, რომ ვადა გასდიოდა ამ ნებართვას და შესაბამისად გამოიყენეს ეს ნებართვა.
ამოიღეს ყველაფერი [კადრები] საბას ნათლობიდან დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს, ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომლებიც არ ირთვება და ე.წ. ფლეშკები," — თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩხრეკის დასრულების შემდეგ.
ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ გასაჩერებლად პროკურატურამ ბრალი წაუყენოს, შემდეგ კი დააკავონ.
"ჯერ დაგვაყადაღეს და ამით გვითხრეს, რომ გავჩერებულიყავით. არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო ჩხრეკაზე შემოსვლა. მე ხომ არ შევჩერდები? — შემდეგი ეტაპი იქნება, ბრალს წამიყენებენ. მერე ისევ არ შევჩერდები და ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო" — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანის, ფონდ სირცხვილიას დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.
წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეფონის ამოღების მოტივით, ნანუკა ჟორჟოლიანს და მარიამ ბაჯელიძეს ლაივ-ჩართვები გაათიშვინეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჟორჟოლიანის სახლში უკვე მივიდა ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი. ნანუკა ჟორჟოლიანი ახლახან ლაივში გავიდა, სადაც აცხადებს, რომ მის სახლში პროკურატურის გარდა სუს-ია შესული. ნანუკა ჟორჟოლიანი ლიავში აცხადებდა, რომ ლაივს გათიშავდა, თუ სუს-ი მის სახლს დატოვებდა. ამის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჟორჟოლიანის სახლი დატოვეს.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფონდების ხელმძღვანელი პირების — ნანუკა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე.
უწყების განმარტებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები