მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა
ფოტო: On.ge
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები დაასახელეს. მათ შორისაა პატიმრობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პრემია ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს გადაეცემა.
"პრემია გადაეცემა ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, როგორც მათი მამაცი საგამოძიებო ჟურნალისტიკის აღიარება უკიდურესად რთულ პირობებში. რეგიონში ავტორიტარული რეჟიმები აფართოებენ გავლენას, ხოლო წლევანდელი პრემიის ორ ლაურეატს ბოლო პერიოდში რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პროფესიული საქმიანობის გამო. წლევანდელი პრემიის ლაურეატების მიერ შექმნილმა არაერთმა გამორჩეულმა დოკუმენტურმა ფილმმა — როგორც მოკლე, ასევე სრულმეტრაჟიანმა — ფართო აუდიტორიას მიაღწია", — ნათქვამია ფონდის პრესრელიზში.
Fritt Ord Foundation-ისა და ZEIT Stiftung Bucerius-ის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელმა "ორი ყველაზე პოპულარული და სანდო" პლატფორმა შექმნა და არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას.
"ამ პერიოდში მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს", — ნათქვამია განცხადებაში.
თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:
- მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
- ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
- საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი)
- ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
- მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
- ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)
ცნობისთვის, თავისუფალი მედიის კონფერენცია ჰამბურგში, 5 ნოემბერს გაიმართება, ხოლო დაჯილდოების ცერემონია — 6 ნოემბერს. ორივე ღონისძიება "პრესის თავისუფლების კვირეულის" ფარგლებში ჩატარდება.
ასევე, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სანქცირებულმა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას. პროკურატურა 6 თვე ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შინაპატიმრობას ან ჯარიმის დაწესებას გულისხმობს — სანქცირებულმა მოსამართლემ 7-თვიანი უკანონო პატიმრობის მიუხედავად, ამაღლობელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- მზია ამაღლობელი ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია
- 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა "მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ" განაჩენს გმობს
- სალომე ზურაბიშვილი: რეჟიმი პარალიზებულია — მეტისმეტად მშიშარაა, რომ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ზედმეტად სუსტია, რომ ის გაასამართლოს
- თამთა მიქელაძე: ეს სასჯელი ჩემი გადმოსახედიდან, არაპროპორციულია და უსამართლო. დაცვის მხარე მის [მზია ამაღლობელის] გამართლებას ითხოვდა
- ეთერ თურაძე: მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი აპელაციის ეტაპზე მზიას უდანაშაულობა ამ ქართულ სასამართლოებშიც დადასტურდება
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები