ეთერ თურაძე

6 Aug. 2025, 14:26

"თავდასხმა რომ აბსურდი იყო დადასტურდა ეს, მაგრამ განაჩენი რაც არის — ესეც არის აბსურდი. მზია ამაღლობელი ორი წლით ციხეში არ უნდა გამოიკეტოს. მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. იმიტომ, რომ მან რაც ჩაიდინა დანაშაული არ არის. კვალიფიკაცია არის არასწორი და უნდა გათავისუფლდეს. 

ვერ გაბედა სახელაშვილმა მზია ამაღლობელის გამოშვება საპატიმრო დაწესებულებიდან დღეს და ახლა და აქ. ამ დარბაზიდან ვერ გაბედა ეს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი აპელაციის ეტაპზე მზიას უდანაშაულობა ამ ქართულ სასამართლოებშიც დადასტურდება. 

ხალხო, შეუძლებელია, რომ სილის გაწვნის გამო ადამიანს თავდასხმას ედავებოდნენ და შემდეგ ასეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ როგორმე. არ ვიცი წარმოუდგენელია." 

თქვა ეთერ თურაძემ "TV პირველის" ეთერში მზია ამაღლობელის განაჩენის მოსმენის შემდეგ. 

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ — ბრალდება 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან დაჯარიმებას გულისხმობდა — მაგრამ, სანქცირებულმა სახელაშვილმა ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები სომხეთის ქალაქ გორისში 8 ოქტომბერს შეხვდნენ და "ტრამპის მარშრუტის" პროექტის…