"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი მოიწვიოს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით მათ შესაბამისი წერილი გაეგზავნათ. ოცნების პრემიერის განმარტებით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლელო — ძლიერმა საქართველომ და გიორგი გახარიას პარტიამ მერობის კანდიდატები დაარეგისტრირეს.
"გუშინწინ ამოიწურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და საბოლოოდ გაირკვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი ორი პარტია — ნაციონალური მოძრაობა და ახალი — არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მეტიც, არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, ხოლო ორი პარტია — ლელო და საქართველოსთვის — არჩევნებში მონაწილეობს. ამ ორმა პარტიამ 64-დან 37 საარჩევნო ოლქში შეძლო მერობის კანდიდატის დასახელება.
როგორც მოგეხსენებათ, კვლავაც დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის საკითხი. ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწვევდით ეუთო/ ოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ," — თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მხრიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო ანგარიშის კრიტიკაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ევროპული ბიუროკრატია "მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობს სამართალს და დემოკრატიას, თუ არჩევნებში მათი ფავორიტი ძალა, საქართველოს შემთხვევაში — კოლექტიური ნაცმოძრაობა იმარჯვებს". ოცნების პრემიერი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის "მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს".
"ყველას გახსოვთ, რომ ამ დასკვნის გამო, ეუთო/ოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის, ეუთო/ ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში უპატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს.
სამწუხაროდ, ასეთია ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ სამართალს და დემოკრატიას, თუ არჩევნებში მათი ფავორიტი ძალა, საქართველოს შემთხვევაში — კოლექტიური ნაცმოძრაობა იმარჯვებს. სხვა შემთხვევაში, დემოკრატია და ხალხის ნება მათი აგრესიული თავდასხმის ობიექტი ხდება, როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც ვიხილეთ. ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წელს ეუთო/ოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით, ეუთო/ოდირს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ.
თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა არც ჩვენი მოწოდების შემდეგ გამოხატეს პატივისცემა ეუთო/ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ, იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.
ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო/ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას," — განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 13 აგვისტოს ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეუთო/ოდირს ქართული ოცნების მთავრობისგან არ მიუღია მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, შესაბამისად, 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდებიან.
18 აგვისტოს, ოცნების ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ბრიფინგზე ჰკითხეს, ხომ არ შეუცვლია ოცნებას თავისი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით.
მდინარაძემ განაცხადა, რომ ოცნება "სულერთიას" პოზიციაზეა. მათ "არც იმის პრობლემა აქვს, რომ იყოს ეუთო/ოდირი არჩევნებზე, ან არ იყოს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა "დიდი სურვილიც არ გამოხატა თავიანთ განცხადებაში და პოზიციაში".
ასევე იხილეთ:
ცესკო: ეუთოს რეზოლუციას დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ
გია ვოლსკი: "ადგილობრივ არჩევნებში ეუთო/ოდირის დაკვირვების პრაქტიკა მსოფლიოში არ არის"
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები