ლევან ხაბეიშვილი

5 Sep. 2025, 13:09

ორგანიზატორი არის ქართველი ხალხი, თქვენ აქ ნახეთ აბსოლუტურად ეკლექტური საქართველო — კულტურის მოღვაწეები, მსახიობები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ერთიანდებიან 4 ოქტომბრის გამარჯვების დღის გარშემო, სადაც მთავარი სიმბოლო — საქართველოს დროშა გვაქვს დასაცავი. ჩვენ ივანიშვილმა წაგვართვა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიიტაცა ხელისუფლება და ამ დრომდე ვერ წაგვართვა საქართველოს დროშა და სწორედ ამ დროში გარშემო ერთიანდება ხალხი. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ადამიანებმა დღეს აჩვენეს ერთსულოვნება. პაატა ბურჭულაძემ როდესაც თქვა, რომ ის გააერთიანებდა საზოგადოებას, თქვენ ეს გაერთიანებული საზოგადოება ნახეთ უკვე, ამიტომ მე რა პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და ვიზიარებ, იგივე პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. გამარჯვება არის ჩვენს ხელში, თუ ის მაყურებელი, რომელიც ეკრანებიდან გვიყურებს, მოვა გამარჯვების დღეზე. მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია არის გარდაუვალი, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რადგან დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს.

ეს არის პატიმარი თორნიკე გოშაძის დედა, და ყველა ადამიანი, სანამ პატიმრობაში რჩება, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად. ეს არ არის მხოლოდ ქალბატონი მარიზის საქმე, არამედ თითოეული ქართველის. მე ადამიანების თავისუფლებას მაშინ დავაფასებ, როდესაც ყველა სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი და არცერთ დედას თვალზე ცრემლი არ ექნება იმისთვის, რომ მისი შვილი უკანონოდ ატარებს პატიმრობაში დროს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…