ზაზა თავაძე

ზაზა თავაძე

25 Aug. 2025, 17:08

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარეობს უკიდურესად არასამართლიან, ოცნებაზე მორგებულ არაკონკურენტულ გარემოში. რაც უხეშად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფალი არჩევანის უფლებას.

ოცნების რეჟიმი ზეწოლის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, კვლავ აპირებს გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება.

ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, რეალურ კონკურენციასა და სამართლიან პოლიტიკურ პროცესს ხელი შეუშალოს ხალხისთვის მოპარული ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად და გასახანგრძლივებლად. კერძოდ:

1. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად კონტროლდება მმართველი პარტიის მიერ;

2. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დაკავებულია, საჯარო სამსახური "გაწმენდილია"; განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად აქციეს;

3. დამკვირვებლები და მედია მკაცრად შეზღუდულია: მათ შორის "რუსული კანონის" უფრო მძიმე ვერსიის მიღებით;

4. საერთაშორისო მონიტორინგი, პრაქტიკულად, გაუქმებულია — ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ არის მოწვეული;

5. ამომრჩეველზე ხორციელდება სისტემური ზეწოლა. მიმდინარეობს რეპრესიები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ, სკოლის და ბაღის მასწავლებლებს აიძულებენ, ჩაერთონ საარჩევნო აგიტაციაში და, ასევე, გაყალბებაში.

რიგ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, მაგალითად, ჩოხატაური, ბაღდათი, ნინოწმინდა, ქობულეთი, ფოთი, ლანჩხუთი და კახეთი ფიქსირდება სხვადასხვა სახის ზეწოლები ჩვენი პოლიტიკური ძალის გახარია საქართველოსთვის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. კერძოდ, სამსახურის დაკარგვით, ბიზნეს საქმიანობის ხელშეშლით და სხვადასხვა მუქარით რეჟიმი ცდილობს, უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს უარი ათქმევინოს კანდიდატობაზე.

ოცნების რეჟიმი ცდილობს დარღვევების მხილების სივრცე სრულად დახუროს, ქმნის ილუზიას, თითქოს პრობლემები არ არსებობს.

ხელისუფლების საბოლოო მიზანია, არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ამ ფონზე, არჩევნების, როგორც დემოკრატიული ცვლილების მექანიზმის გადარჩენის ერთადერთი გზა არჩევნებში მონაწილეობა და მაღალი გამოცხადებაა, რამაც არჩევნების გაყალბების მასშტაბი უნდა გადაწონოს. სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ, ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ერთად აწარმოებს დაშინების და ბულინგის კამპანიას.

ჩვენი პოლიტიკური ძალა გახარია საქართველოსთვის კიდევ ერთხელ აცხადებს: არ დავუთმობთ ოცნებას ძალაუფლებას, არ დავტოვებთ ამომრჩევლებს პირისპირ ოცნების რეჟიმთან მარტო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  3. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  4. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  5. რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ