არჩილ მუსელიანცი

22 Aug. 2025, 15:15

"მოგესალმებით, მეგობრებო.

მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის. ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რომ ვიცი მომისჯიან.

მაინც შეასრულებენ ამ დავალებას. ჩემს სამომავლო პატიმრობის განცდას გეტყვით, საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მიმავალი. 6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება.

ერთს გთხოვთ მხოლოდ — იბრძოლეთ! წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით თუკი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა? და ილია ჭავჭავაძე? როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა? როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით, რომ არა შინდისის გმირების სულისკვეთება? და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე? ისინი ლამაზი, ბედნიერი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ — ჩვენ ამას შევძლებთ!

მიყვარხართ ყოველივე თქვენგანი. მეამაყებით ყოველივე თქვენგანი. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, სამშობლო ხომ სიყვარულია. სამშობლო ყოველივე თქვენგანია.

შევხვდებით რუსთაველზე — იქ ვიზეიმებთ გამარჯვებას, სადაც ყველაფერი დაიწყო.

პატივისცემით, არჩილ მუსელიანცი".

წერს არჩილ მუსელიანცი წერილში, რომელიც განაჩენის მოსმენამდე დაწერა. ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცს პარლამენტის სათვალთვალო კამერების  დაზიანების ბრალდებით, 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი
  2. ეტრანზიტული მილსადენები და სხვა კონომიკური კავშირები აზერბაიჯანთან
  3. მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად
  4. ევროპული სკოლა: სკოლის ადმინისტრაციამ მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები
  5. თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ