ყველაფერი, რაც Wednesday-ს მეორე სეზონის გამოსვლამდე უნდა იცოდეთ
ფოტო: Netflix
ვის მოგენატრათ ადამსების უცნაური და მისტიკური ოჯახი? თუ ჩვენსავით, ახალი სეზონის გამოსვლამდე დღეებს ითვლით, მაშინ სასიამოვნო სიახლე გვაქვს, რადგან Wednesday-ს ახალ სეზონს 6 აგვისტოს ვიხილავთ!
სერიალის პირველი სეზონი 2022 წელს გამოვიდა და დიდი წარმატება ხვდა წილად. ტიმ ბარტონის გადაღებულმა სერიალმა ემის 12 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელი ქალის, რომელიც ჯენა ორტეგას ერგო.
ფოტო: Netflix
პირველი სეზონის გამოსვლიდან დიდი დრო გავიდა და, შესაძლოა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი არც კი გახსოვთ. სწორედ ამიტომ, თავი მოვუყარეთ გასული სეზონის საკვანძო სიუჟეტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სერიალის მეორე სეზონს ვნახავთ.
უენსდეი ნევერმორის აკადემიაში ჩაირიცხა
სერიალის დასაწყისში ვხედავთ, როგორ ყრის უენსდეი ორ შეკვრა პირანიას ნენსი რეიგანის საშუალო სკოლის საცურაო აუზში. ერთ-ერთი მოცურავის, დალტონის, შესაშინებლად, რომელიც მის უმცროს ძმას, პაგსლის, აშინებდა. ამის გამო უენსდეი "ნორმის" საშუალო სკოლიდან გარიცხეს. მოგეხსენებათ, უენსდეი გარიყულების, ანუ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ოჯახიდანაა, რაც მათ ჩვეულებრივი ადამიანებისგან გამოარჩევს
კადრი Wednesday-ს პირველი სეზონიდან
ფოტო: Netflix
ამის შემდეგ, უენსდეი, სემესტრის შუა პერიოდში, გარიყულების სკოლაში, ნევერმორის აკადემიაში ჩაირიცხა.
უენსდეის ხილვები ნევერმორში რაღაც ცუდს წინასწარმეტყველებენ
გაკვეთილების დაწყებასთან ერთად, უენსდეის ხილვებიც დაიწყო.
ეს ხილვები მას მაშინ ემართება, როდესაც ადამიანს ან საგანს ეხება. პირველი წინათგრძნობა უენსდეის მაშინ დაეუფლა, როდესაც იერიქონში, თერაპიის სეანსიდან გამოქცეული, ფერმერს შეეჯახა. უენსდეიმ იწინასწარმეტყველა ფერმერის სიკვდილი, იდუმალი არსების მიერ, რომელმაც იერიქონისა (ქალაქი, სადაც ნევერმორის აკადემია მდებარეობს) და ნევერმორის მიმდებარე ტყეებში კიდევ რამდენიმე ადამიანი დახოცა.
კადრი Wednesday-ს პირველი სეზონიდან
ფოტო: Netflix
კიდევ ერთი ხილვა უენსდეის მოსავლის ფესტივალზე ჰქონდა, როდესაც როუენის სიკვდილი მანამდე იწინასწარმეტყველა, სანამ ეს მოხდებოდა. უენსდეის ერთ-ერთ ხილვაში ნევერმორის შენობაც იწვოდა.
როუენი და იდუმალი ურჩხული
ნევერმორის სტუდენტი, ტელეკინეტიკოსი როუენი, ამტკიცებდა, რომ 25 წლის წინ დედამისმა უენსდეიზე იწინასწარმეტყველა. მისი თქმით, როუანს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა უენსდეის შესაჩერებლად.
კადრი Wednesday-ს პირველი სეზონიდან
ფოტო: Netflix
როუენმა — დედის თხოვნით — პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა უენსდეისთვის ხელის შესაშლელად და მისი მოკვლა სცადა. თუმცა, საბოლოო ჯამში, როუენი იდუმალ ურჩხულს ემსხვერპლა.
მოგვიანებით, უენსდეი პოულობს წიგნს, სადაც ის ცეცხლის ფონზეა გამოსახული. წიგნის ზედა მარჯვენა კუთხეში გაცვეთილმა სიმბოლომ ის საიდუმლო საზოგადოება — "ღამის ჩრდილებამდე" მიიყვანა, რომლის წევრებიც ბიანკა, აიაქსი, ქსავიერი, დივინა, იოკო და კენტი იყვნენ.
სასიყვარულო სამკუთხედი
ქსავიერმა სერიალის დასაწყისშივე იხსნა უენსდეი გარგოილის ინციდენტისგან და ხელახლა წარუდგინა თავი მას შემდეგ, რაც ისინი ბავშვობაში —უენსდეის ერთ-ერთი ბებიის მეგობრის დაკრძალვაზე — შეხვდნენ.
კადრი Wednesday-ს პირველი სეზონიდან
ფოტო: Netflix
პირველ სეზონში ქსავიერი უენსდეის ერთ-ერთ "სასიყვარულო პარტნიორად" გვევლინება, თუმცა უენსდეის გულის მოსაპოვებლად ქსავიერს ტაილერთან, ჩვეულებრივ ადამიანთან მოუწევს ბრძოლა, რომელსაც უენსდეი, შემთხვევით, კაფეში შეხვდა.
ჰაიდი
ამავდროულად, ბიძია ფესტერი, რომელიც პირველი სეზონის მე-7 ეპიზოდში გამოჩნდა, უენსდეის ტყეში ურჩხულის პოვნაში ეხმარება.
როდესაც უენსდეიმ ჰაიდის არსებობის შესახებ კვლევა დაიწყო, გაანალიზა, რომ მკვლელობებში პასუხისმგებელი ორი ადამიანი უნდა ეპოვა — თავად ჰაიდი და მისი მასწავლებელი.
ტაილერი/ჰაიდი
ფოტო: Netflix
როგორც აღმოჩნდა, ჩვეულებრივი ტაილერი, არც თუ ისე ჩვეულებრივია, რადგან ის ჰაიდი აღმოჩნდა. სინამდვილეში, მისი დედაც ჰაიდი იყო. როგორც გაირკვა, ტაილერის დედის მშობიარობის შემდგომმა დეპრესიამ, ტაილერის ეს მდგომარეობა გამოიწვია.
ნევერმორის დირექტორი გარდაიცვალა
გახსოვთ რა შეემთხვა დირექტორ უიმს?
დირექტორი უიმსი
როგორც გაირკვა, ჩვენს საყვარელ დირექტორ უიმსს ერთი განსაკუთრებული ნიჭი აქვს — მას შეუძლია სხვა ადამიანად გადაიქცეს. იმის გასარკვევად თუ ვინ იყო ჰაიდი დირექტორმა უიმსმა და უენსდეიმ შეიმუშავეს გეგმა, სადაც უიმსი ტაილერად გადაიქცა.
ისიც ხომ არ გახსოვთ, ვინ იყო ჰაიდის მასწავლებელი? ვინ, თუ არა ნევერმორის აკადემიის ყველაზე "ნორმი" მასწავლებელი, მისის მერლინ ტორნჰილი. სამწუხაროდ, როდესაც დირექტორი უიმსი კვლავ თავის სხეულს დაუბრუნდა, ის მასწავლებელმა, მერლინ ტორნჰილმა, საწამლავით მოკლა.
ვიღაცამ კინაღამ "რაღაცა" მოკლა
ჰაიდისა და მისი მასწავლებლის ვინაობის გამჟღავნებამდე, ვიღაცამ "რაღაცას", ადამსების ოჯახის თანამგზავრს, დანა ჩაარტყა და უენსდეის ოთახში ჩამოკიდებული დატოვა. უენსდეიმ მოხერხებული თითი და თითები თავის ბიძა ფესტერს გადასცა, რათა ის ელექტროშოკით გაეცოცხლებინა.
უენსდეი და "რაღაც"
ფოტო: Netflix
ეს ალბათ უენსდეის ყველაზე ემოციური მდგომარეობა იყო,რადგან, როგორც ვიცით, მას მას 6 წლის შემდეგ არ უტირია.
უენსდეიმ ახალი ტელეფონი და მოთვალთვალე შეიძინა
პირველი სეზონის დასასრულს უენსდეიმ ქსავიერისგან საჩუქრად ტელეფონი მიიღო. თუმცა მოგვიანებით, ტელეფონზე უცნაურ შეტყობინებებს იღებს, უცნობი მოთვალთვალისგან.
ფოტო 1: Netflix / ფოტო 2: Netflix
იმის გასაგებად, როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან ცოტა დრო რჩება.
აქვე შეგახსენებთ, რომ Wednesday-ს მეორე სეზონის პირველ ნაწილს (4 ეპიზოდს), 6 აგვისტოს, ხოლო მეორე ნაწილს (4 ეპიზოდს) 3 სექტემბერს ვიხილავთ.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
კომენტარები