ტრამპი და ალიევი ერთმანეთს აქებენ — აშშ-ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთის პოსტებს აზიარებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა მოკლე ვიდეორგოლი, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მას აქებს, რაც ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის მიერ.
ალიევმა ეს განცხადებები 19 ივლისს, შუშაში (შუში) მედიაფორუმზე გამოსვლის დროს გააკეთა. ტრამპმა კი ვიდეო სამშაბათს, 22 ივლისს სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე გააზიარა.
თავის გამოსვლაში ალიევმა განმარტა, რომ მას არასდროს უწინასწარმეტყველებია ტრამპის გამარჯვება, თუმცა ნათლად განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ტრამპის პრეზიდენტობას ამჯობინებდა, რადგან "ბატონი ტრამპი, ისევე როგორც აზერბაიჯანის ხალხი, იზიარებს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებს".
ალიევმა განაგრძო მტკიცება, რომ ტრამპის მიზანი ომების დასრულება იყო.
"ჩვენ პირადად მადლიერები ვართ მისი პირადი მისწრაფებისთვის, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს საბოლოო შეთანხმების მიღწევაში, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო მეტად სხვა გლობალური უსაფრთხოების საკითხებით არის დაკავებული," — განაცხადა ალიევმა.
ვიდეოში ალიევი საუბრის დასასრულს ტრამპს მისი დღის წესრიგის განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს, "განსაკუთრებით სისტემის გასუფთავებაში".
სამშაბათს, 22 ივლისს ალიევმა მადლობა გადაუხადა ტრამპს ვიდეოს გაზიარებისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აზერბაიჯანის მხარდაჭერას ტრამპის "ხედვისა და ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში".
მანამდე, 19 ივლისს, ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორებს განუცხადა, რომ აშშ-ს "მაგიამ იმოქმედა" სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში და თქვა, რომ შეთანხმება "საკმაოდ ახლოსაა". ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური პირები რეგიონული სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაზე არ თანხმდებოდნენ.
წლის დასაწყისში, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა აზერბაიჯანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც მარტში, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ბაქოში ჩავიდა. ასევე, სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაშინდელ მრჩეველ მაიკ უოლცსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას ჰიქმათ ჰაჯიევს შორის.
მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ძირითადად ეხებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას. მაიკ უოლცმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ამ პროგრესს და მიიჩნევს, რომ "ორივე ქვეყანამ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ".
OC Media: ეს სტატია სომხურ ენაზე თარგმნა და ხელახლა გამოაქვეყნა ჩვენმა პარტნიორმა CivilNet-მა
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
კომენტარები