მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგში — რა კითხვები აქვს ევროპულ სასამართლოს "ოცნებასთან"
ფოტო: On.ge
უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოცნების იუსტიციის სამინისტროს კითხვები გამოუგზავნა. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს და წერს, რომ საქმე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და მის თანმდევ დარღვევებს შეეხება.
"სტრასბურგის სასამართლოს საიტზე უკვე ატვირთა მზია ამაღლობელის საქმეზე საქართველოსათვის დასმული კითხვები.
ეს საქმე შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და მის თანმდევ დარღვევებს. სასამართლომ საქმე დააკომუნიცირა მათ შორის, მე-18 მუხლთან მიმართებითაც, რომლის დარღვევა დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც აკრძალულია კონვენციის მე-18 მუხლით," — წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში და სტრასბურგის სასამართლოს კითხვებს ავრცელებს.
- განმცხადებელს თავისუფლება აღეკვეთა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევით? კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა მისი დაკავება მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტს გამართლებისა და გონივრული ეჭვის საფუძველზე?
- წარმოადგინეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა შესაბამისი და საკმარისი მიზეზები, რომლებიც ამართლებდა განმცხადებლის წინასწარი და შემდგომი წინასწარი პატიმრობის ვადას, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-5 მუხლის 3-ე პუნქტი? განიხილეს თუ არა მათ მისი შემდგომი პატიმრობის ალტერნატიული ზომები?
- ჰქონდა თუ არა განმცხადებელს ეფექტური პროცედურა, რათა გაესაჩივრებინა მისი დაკავების კანონიერება, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-5 მუხლის 4-ე პუნქტი?
- დაირღვა თუ არა განმცხადებლის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, ამ საქმეში, განსაკუთრებით განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე პარალელურ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით?
- იყო თუ არა ჩარევა განმცხადებლის უფლებებში კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით და მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მისი მობილური ტელეფონის ამოღებისა და ჩხრეკის გამო? თუ ასეა, შეესაბამებოდა თუ არა ეს ჩარევა კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს?
- ჰქონდა თუ არა განმცხადებელს წვდომა ეფექტურ შიდა სამართლებრივ საშუალებაზე კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლების შესაბამისად, როგორც ამას მოითხოვს მე-13 მუხლი?
- გამოყენებული იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ ამ საქმეში დაწესებული შეზღუდვები, სავარაუდოდ კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, სხვა მიზნით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია აღნიშნული დებულებით, კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევით?
"ესაა კითხვები, რომლებზეც იუსტიციის სამინისტრომ პასუხები უნდა მოამზადოს და გააგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში," — აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები