სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

15 Jul. 2025, 10:19

"ძნელია ანუგეშო ადამიანები, რომლებმაც დღეს, ამ ტრაგედიის შედეგად, ოჯახის წევრი, ახლობელი და მეგობარი დაკარგეს, ვუსამძიმრებ და მათ გვერდში ვდგავარ ამ უმძიმეს წუთებში.
მაგრამ ეს ტრაგიკული შემთხვევა მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის, ეს
ჩვენს დედაქალაქში სისტემური პრობლემის ნაწილია, რომელსაც ავარიული შენობები ჰქვია და რომელზე პასუხისმგებლობაც სრულად დედაქალაქის მერიას ეკისრება.

დღეს ეს პრობლემა თბილისის თითქმის ყველა ისტორიულ უბანშია, ავარიულ შენობებში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თუმცა დღეს ამ საკითხის მიმართ სრული იგნორია იმ პირების მხრიდან, რომლებიც ამ საკითხებზე დღე და ღამ უნდა მუშაობდნენ.

ვერც პრევენციულ ზომებს ვხედავთ და მით უფრო, ვერც რაიმე სახის სისტემურ მიდგომასა ან გეგმას, ანდა თუ არსებობს ეს, მხოლოდ ქაღალდზე და ხალხის პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება.

გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების უპირველესი ვალია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძვის".

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 14 ივლისს ვაგზლის მოედანზე სახლის ფასადის ჩამონგრევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა — 2 ადამიანი დაიღუპა, 1 — დაშავდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით…