ტრამპი აცხადებს, რომ მასკის დეპორტაციის საკითხს განიხილავს
ფოტო: Roberto Schmidt/AFP via Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ, 1-ელ ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ადმინისტრაციას მოუწევს, განიხილოს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის დეპორტაციის საკითხი მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტთან ბიუჯეტის ხარჯების კანონპროექტთან დაკავშირებით დაპირისპირება ხელახლა წამოიწყო.
ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
ამას გარდა, ტრამპი მილიარდერს დაემუქრა, რომ DOGE-ს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიუგზავნის მისი საქმიანობის შესასწავლად, რომელსაც მასკი თავად ხელმძღვანელობდა.
ილონ მასკმა შაბათსა და კვირას რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც რესპუბლიკელები ბიუჯეტის შესახებ ე.წ. "დიდი, ლამაზი კანონპროექტის" გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ის საგარეო ვალის ზრდას გამოიწვევს.
"ფაქტია, რომ ამ კანონპროექტის გიჟური ხარჯებით, რომელიც სახელმწიფო ვალს რეკორდულად ხუთი ტრილიონ დოლარამდე ზრდის, ჩვენ ერთპარტიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, "ღორის პარტია!" — დაწერა მასკმა ორშაბათს.
ტრამპმა სამშაბათს, დილით, მასკს Truth Social-ზე პოსტით უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორს, "ილონს მოუწევდა მაღაზიის დახურვა და სამხრეთ აფრიკაში, სახლში დაბრუნება". ცნობისათვის, ილონ მასკი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეა, შემდეგ კი ამერიკის მოქალაქეობა აქვს მიღებული ნატურალიზაციის გზით.
დილით, ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებდა თუ არა მასკის დეპორტაციას, ტრამპმა უპასუხა: "ამ საკითხს უნდა გადავხედოთ".
"შესაძლოა, ილონს DOGE მივუგზანოთ", — თქვა მან და იგულისხმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელსაც მასკი ადრე ხელმძღვანელობდა.
მედია წერს, რომ ტრამპმა მასკის კრიტიკა დღის ბოლოს, ფლორიდაში ვიზიტის დროსაც განაგრძო.
"თუ DOGE მასკს მიხედავს, დიდ ფულს დავზოგავთ", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ორშაბათს ილონ მასკმა დაწერს, რომ პრაიმერის დროს კანონპროექტის მხარდამჭერ ნებისმიერ რესპუბლიკელის კონკურენტს დააფინანსებდა, თუ ეს დედამიწაზე მისი უკანასკნელი ქმედება იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს NBC News-თან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მასკს პასუხისგება მოუწევს, თუ დემოკრატი კანდიდატების დაფინანსებას გადაწყვეტს.
ცნობისთვის, მასკმა თეთრ სახლში თანამდებობა ახლახან დატოვა და აქტიური კრიტიკოსი გახდა იმ რესპუბლიკელების, რომლებმაც ხარჯების შესახებ "დიდი და ლამაზი" კანონპროექტი დაამტკიცეს.
"სირცხვილი მათ, ვინც მას მისცა ხმა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით. თქვენ ეს იცით" — აცხადებდა მასკი.
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
კომენტარები