მასკი თეთრ სახლს ტოვებს
მილიარდერმა და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ვადა აშშ-ის ადმინისტრაციაში იწურება და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ამის შესახებ BBC წერს.
"რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, ვადა იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ მომცა შესაძლებლობა, შევამცირო ფლანგვითი ხარჯები", — დაწერა მან თავის სოციალურ ქსელ X-ზე.
"DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის ცხოვრების წესად იქცევა მთავრობის ყველა შტოში", — დასძინა მან.
ერთი დღით ადრე მასკმა CBS-ს განუცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ტრამპის "დიდი და ლამაზი" საგადასახადო და ბიუჯეტის კანონპროექტით. მისი აზრით, კანონი ძირს უთხრის ხარჯების შემცირების მცდელობებს და გამოიწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას.
ტრამპის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მასკი „სპეციალურ სამთავრობო თანამშრომლად“ დაინიშნა, რამაც მას საშუალება მისცა, 130 დღე ემუშავა მთავრობაში. თუ 20 იანვარს, ინაუგურაციიდან ვითვლით, ეს ვადა მაისის ბოლოს იწურება. როგორც ჩანს, თეთრმა სახლმა ხუთშაბათს საღამოს დაიწყო Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის სამთავრობო სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური პროცესი.
როიტერი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მასკს წასვლის შესახებ განცხადებამდე ტრამპთან არ უსაუბრია. ამავდროულად, მათი თქმით, გადაწყვეტილება "უმაღლეს დონეზე" იქნა მიღებული.
სააგენტოს წყარომ ასევე განაცხადა, რომ მასკის წასვლა "სწრაფი და არაცერემონიული" იყო.
აპრილში მასკმა განაცხადა, რომ თავის კომპანიებში მეტს იმუშავებდა და კვირაში მხოლოდ ერთი ან ორი დღე DOGE-ს დაუთმობდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ პოლიტიკურ პროექტებზე შემოწირულობების შემცირებას გეგმავდა.
მასკმა შეერთებულ შტატებში ფესვგადგმული ბიუროკრატია დაადანაშაულა იმაში, რომ DOGE-მ ყველა თავისი მიზანი ვერ მიაღწია, თუმცა AFP აღნიშნავს, რომ მისმა ავტორიტარულმა სტილმა და ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების იგნორირებამაც დიდი როლი ითამაშა.
"ფედერალურ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე მეგონა. ვიცოდი, რომ პრობლემები იყო, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ვაშინგტონში სიტუაციის გაუმჯობესება ძალიან რთული ამოცანაა", — თქვა მასკმა.
მილიარდერმა აღიარა, რომ მან ყველა თავის მიზანს ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ათიათასობით ადამიანი გაათავისუფლეს სამთავრობო სამსახურიდან და რამდენიმე სააგენტო და დეპარტამენტი შემცირდა ან დაიხურა.
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
კომენტარები