მასკისა და ტრამპის დრამა გრძელდება – მილიარდერი ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებაზე ფიქრობს
ფოტო: ABC News
ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა, რომელიც ერთ დროს ურთიერთპატივისცემას ეფუძნებოდა, ბოლო დროს აშკარად დაიძაბა. მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა პოსტი, რომელშიც გამოკითხვას ატარებს: "დროა, რომ ახალი პარტია დაარსდეს, რომელიც ხალხის 80%-ის ინტერესებს ემსახურება?"
ეს პოსტი ერთ-ერთია მასკის მხრიდან ტრამპის მთავრობისადმი მიმართული კრიტიკული შინაარსის განცხადებებიდან. მას შემდეგ, რაც მასკმა თეთრი სახლის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა, ყოფილი მოკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების ხმამაღალი განსჯა დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ბიუჯეტის ახალი კანონპროექტი, რომელსაც ტრამპი "დიდსა და მშვენიერს" უწოდებს. მისი თქმით, ეს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზრდის აშშ-ის ფინანსურ დეფიციტს და ამერიკელებს "დამანგრეველ" ვალში ჩააგდებს.
"სირცხვილი მათ, ვინც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა," — დაწერა მასკმა. ამ განცხადებამ პოლიტიკურ სივრცეში მძლავრი ტალღა გამოიწვია, მაგრამ უფრო საინტერესო ის იყო, რომ მასკის გზავნილები აშკარად კრიტიკულ ტონს ატარებდა ტრამპის მიმართაც. მან უკვე არაერთხელ დაადანაშაულა ტრამპი ბიზნესსექტორის გარკვეული სფეროების – მათ შორის Tesla-ს – უგულებელყოფაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი იყო სამთავრობო კონტრაქტებსა და საგადასახადო შეღავათებზე. მასკი ასევე ღიად საუბრობდა ტრამპის პოლიტიკური სტრატეგიის "ხარვეზებზე", რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ ორი ფიგურის პოლიტიკური ინტერესები აღარ ემთხვევა ერთმანეთს.
თავის მხრივ, ტრამპმა არ დააყოვნა საპასუხო ნაბიჯით. მან მასკს „არასტაბილური“ უწოდა და გააკრიტიკა მისი პოლიტიკური ჩარევების მცდელობებისთვის. ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი გავლენით დატოვა მასკმა ერთ-ერთი მრჩევლის პოზიცია და რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მომავალში განიხილავს Tesla-სა და SpaceX-ისთვის სამთავრობო მხარდაჭერის შეწყვეტას. ეს საფრთხე მასკის კომპანიებისთვის სერიოზული გამოწვევაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტესლას აქციების ღირებულება რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად დაეცა, სავარაუდოდ სწორედ ამ დაპირისპირების გამო.
გარდა პოლიტიკისა, კონფლიქტი უკვე აშკარად პირად ხასიათს იღებს. მასკმა ტრამპის მიმართ არაერთი სარკასტული პოსტი დაწერა — "დროა, დიდი ბომბი ჩამოვაგდო. ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ესაა რეალური მიზეზი, რის გამოც ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ!" — დაწერა მასკმა და ტრამპი ჯეფრი ეპშტეინის, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვაში, სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში დამნაშავე ფინანსისტის წრეში ჩართულობაში დაადანაშაულა.
როგორ გაგრძელდება ეს კონფლიქტი – გამწვავდება თუ გადაიზრდება თანამშრომლობაში – ჯერ რთული სათქმელია. თუმცა ერთი რამ ცხადია: ილონ მასკი და დონალდ ტრამპი უკვე აღარ საუბრობენ ერთ ენაზე.
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
კომენტარები