10 საუკეთესო მუსიკალური ალბომი წელს (ჯერჯერობით)
ფოტო: On.ge
2025 წელი — ამჟამინდელი მონაცემებით — მუსიკისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. თუკი თქვენი ფლეილისტისთვის ახალ სიმღერებს ეძებთ, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება თქვენი ზაფხულის საუნდტრეკი აღმოჩნდეს, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. გიზიარებთ 2025 წლის 10 საუკეთესო ალბომს.
1. Bad Bunny — DeBÍ TiRAR MáS FOToS
6-წლიანი კარიერისა და 5 მუსიკალური ალბომის გამოშვების შემდეგ Bad Bunny-მ ძალიან ბევრი საზაფხულო სიმღერა გვაჩუქა, შეუძლებელია მისი სახელი გაგონებისთანავე სანაპირო და ცხელი ქვიშა არ გაგვახსენდეს. თუმცა Bad Bunnys-ს მეექვსე სტუდიური ალბომი შინაარსობრივად, რადიკალურად განსხვავდება სხვა ალბომებისგან. ამ ალბომში Bad Bunny ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა — ემიგრაცია, პუერტო რიკოს დამოუკიდებლობის დაკარგვა.
ალბომის გამოსვლის თარიღიც კი სიმბოლურია, 5 იანვარი პუერტო რიკოში Día de los Reyes-ს დღესასწაულის წინა დღეა, გარდა ამისა, 1853 წლის ამ დღეს რევოლუციონერებმა დომინიკის რესპუბლიკაში პოლიტიკური გადასახლების დროს დააარსეს პუერტო რიკოს რევოლუციური კომიტეტი, დომინიკისა და კუბის გეგმებისადმი სოლიდარობის ნიშნად პირველი დროშა აღმართეს ესპანეთის კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ალბომს, 17 სიმღერისგან შემდგარი ალბომი Reggaeton-ისა და პუერტო რიკული ტრადიციული ფოლკის მიქსია. ალბომში გამოვარჩევდი მთავარ სიმღერას —DeBÍ TiRAR MáS FOToS, რომელშიც მუსიკოსი საუბრობს, როგორ სურს დროში დაბრუნება, სადაც მოგონებების აღსაბეჭდად მეტ ფოტოს გადაიღებდა, სიმღერა ნოსტალგიური, მშვიდი და სასიამოვნო მოსასმენია.
რაც შეეხება საზაფხულო საუნდტრეკს — ამ მხრივ ალბომი ძალიან ბევრ საინტერესო რეპერტუარს გვთავაზობთ, მათ შორის NUEVAYol და EoO, რომლებიც საზაფხულო განწყობის შესაქმნელად იდეალური სიმღერებია.
2. The Weeknd — Hurry Up Tomorrow
გსმენიათ ისეთ მუსიკოსზე, რომელსაც შეუძლია ლანა დელ რეი, ტრევის სკოტი, Playboi Carti, Future, Florence & the Machine და Moroder ერთ ალბომში გააერთიანოს? სწორად მიხვდით, Abel Tesfaye, იგივე, The Weeknd-მა ეს საქმე პირნათლად შეასრულა და 90 წუთიანი ალბომი — რომელიც 22 სიმღერას მოიცავს — შემოგვთავაზა.
როგორც თავად აღნიშნა, ეს მისი უკანასკნელი ალბომია, რომელსაც The Weeknd-ის პერსონათი გამოუშვებს. R&B და პოპის მიქსით აბელმა შესანიშნავი ჰიტები შემოგვთავაზა, მათ შორის The Abbys — ლანა დელ რეისთან ერთად, Cry for me, Take me back to LA, Runaway.
საზაფხულო სიმღერად აბელისა და ანიტას São Paulo შეიძლება გამოვყოთ, რომელიც სხვა სიმღერებისგან ჟანრობრივად სრულიად განსხვავდება, reggeaton-ისა და ბრაზიულიური ფანკის შერწყმით, ამ სიმღერამ აბელის გულშემატკივრების ყურადღება მალევე მიიპყრო.
ალბომმა შესანიშნავად "დააგვირგვინა" The Weeknd-ის პერსონა, საინტერესოა, რას გვიმზადებს ის სამომავლოდ.
3. Lorde — Virgin
თითქმის 4 წლიანი პაუზის შემდეგ Lorde ახალი ალბომით დაბრუნდა, სახელწოდებით — Virgin. აღსანიშნავია, რომ ეს ალბომი შედარებით ნაკლებად ცნობილ პროდიუსერთან Jim-E Stack, რომელმაც ბონ ივერის უკანასკნელ ალბომზეც იმუშავა.
11 სიმღერისგან შემდგარი ალბომი გასული ალბომისგან ძალიან განსხვავებულია და განწყობით მელოდრამას წააგავს. რთულია ისეთი ალბომის შემდეგ, როგორიც მელოდრამაა, რამე უკეთესი შექმნა, ვფიქრობ, Virgin-მა ეს შეძლო.
როგორც მუსიკოსი ამბობს, ის ალბომში თავის რეალურ, ბუნებრივ თავს წარმოაჩენს. ხოლო Man of the year ნამდვილად წლის სიმღერაა, რომელიც მუსიკოსმა საკუთარ თავზე, მის მასკულინურობასა და ფემინურობაზე დაწერა.
ვფიქრობ, ამ ალბომმა ნამდვილად გაამართლა ყველას მოლოდინი, საუცხოო მელოდიითა და ლირიკით ბევრი ადამიანის, მათ შორის ჩემი გულიც დაიპყრო.
4. Jennie Kim — Ruby
მას შემდეგ, რაც K-Pop ჯგუფმმა Blackpink-მა დროებით პაუზა აიღო, ჯგუფის ოთხივე წევრმა 2025 წელს სოლო ალბომები შემოგვთავაზა, რომელთაგან ყველაზე მეტად ჯენის სოლო ალბომს გამოვარჩევ
ალბომი R&B-ისა და 2000-იანების პოპის შერწყმაა, ალბომს თითქოს რიანას Anti-ის ხასიათი დაჰკრავს, თუმცა ჯენიმ თავის ალბომში თავისებური შტრიხები შეიტანა.
15 სიმღერისგან შემდგარმა ალბომმა საინტერესო მელოდებით და კოლაბორაციებით, მათ შორის ისეთ არტისტებთან როგორებიც არიან — დუა ლიპა, კალი უჩისი, დომინიკ ფაიკი და დოუჩი, საუცხოო შთაბეჭდილება დამიტოვა.
ვისაც K-pop და R&B განსაკუთრებით გიყვართ, ეს ალბომი თქვენთვის ზედგამოჭრილია.
5. DJO — The Crux
გასულ წელს Djo-მ ბევრი მსმენელის ყურადღება მიიპყრო სიმღერით End of beginning. ვინც არ იცით Djo-ს შესახებ, შესაძლოა, ვოკალისტის ხმა გეცნოთ. დიახ, სწორად მიხვდით, ბენდის სოლისტი Stranger Things-ის სტივია, მას შესანიშნავ თმასთან ერთად, როგორც აღმოჩნდა გასაოცარი ვოკალი აქვს.
ინდისა და პოპ როკის შემდეგ ახალ ალბომში მუსიკოსებმა უპირატესობა 70-იანებისა და 80-იანების მუსიკას მიანიჭეს და ინსპირაციაც სწორედ იმ პერიოდის ჰიტ სიმღერებისგან აიღეს. 12 სიმღერისგან შემდგარი ალბომი ნამდვილად შეგიქმნით საზაფხულო განწყობას, ვფიქრობ, საზაფხულო ფლეილისტში The Crux-მა ადგილი აუცილებლად უნდა დაიკავოს.
6. Mac Miller — Balloonerism
მაკ მილერის ამ ალბომის მოსმენა ძალიან რთულია, როდესაც ვიაზრებთ, რომ ეს მილერის რეალობა იყო. ალბომი ისეთ თემებს ეხება როგორებიცაა — მენტალური ჯანმრთელობა, თვითრეფლექსია და პირად გამოწვევებთან გამკლავება.
რაც შეხება ალბომს, 14 სიმღერისგან შემდგარი Balloonerism ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის შთამბეჭდავი მიქსია, მილერი ექსპერიმენტული არტისტი იყო, რასაც მის ამ ალბომშიც შეატყობთ. Shangri-La მელოდიურად და ლირიკულად საუკეთესო სიმღერა აღმოჩნდა მთლიან ალბომში.
7. Ariana Grande — Eternal Sunshine Deluxe: Brighter Days Ahead
4 წლიანი პაუზის შემდეგ არიანა გრანდე 2024 წელს ახალი ალბომით დაბრუნდა, Brighter Days Ahead — მისი ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც მომღერალი ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა — წარსული სირთულეების აღიარება, თუნდაც ცუდი მოგონებების წაშლის სურვილი, მაგრამ, საბოლოოდ, იმის აღიარება, რომ ამ გამოცდილებამ ჩამოაყალიბა თქვენი პიროვნება და თქვენ მადლიერი უნდა იყოთ ამისთვის.
გასული ალბომისგან განსხვავებით, რომელიც R&B ჟანრის იყო, Eternal Sunshine-ში არიანა თავის პოპ მომღერლობის ხანას დაუბრუნდა. პოპის ჟანრის ალბომში ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა სიმღერამ yes,and, რომელიც ჰაუსის სტილშია. ასევე ამ დელუქსში არიანამ შეძლო საკულტო სიმღერის — The Boy Is Mine — შემსრულებლების ხელახალი დამეგობრება, რემიქსის გამოსვლის შემდეგ ბრენდმა და მონიკამ მსოფლიო ტურნეც კი დააანონსეს.
პოპის მოყვარულებს ეს ალბომი ნამდვილად შეგიყვარდებათ.
8. Lady Gaga — Mayhem
ახალ ალბომში ლედი გაგამ გააცოცხლა თავისი The Fame-ის ეპოქის ჟღერადობა და საინტერესო სიმღერები შემოგვთავაზა. როგორც გაგა მბობს, ამ ალბომში ის თავს ყველაზე ავთენტურად გრძნობს — სიმღერებს არცერთი პერსონაჟი, კონცეფცია ან ესთეტიკური მხარე არ ჩრდილავს.
ამ ალბომმა ისეთი საინტერესო სიმღერები გვაჩუქა, როგორებიცაა — Disease, Garden of eden და ყველასათვის ცნობილი ჰიტი Abracadabra.
რაც შეეხება ალბომს, ის, თითქოს, Nine Inch Nails, დევიდ ბოუისა და მისი Fame Monster-ის "ხანის" მიქსია. ლედი გაგამ ნამდვილად არ გაგვიცრუა იმედები და საოცარი ალბომი შემოგვთავაზა
9. Kali Uchis — Sincerely
5 ალბომის გამოშვების შემდეგ ცოტა კლიშეა, რომ კალის ვუწოდოთ ისეთი ზედსართავები როგორებიცაა — მდიდრული, გამორჩეული, ღვთაებრივი, თუმცა ამ ალბომის მოსმენის შემდეგ ზუსტად ეს ზედსართავი სახელებია ჩემს გონებაში, როდესაც კალის ხმას ვუსმენ.
როგორც მისი მთელი დისკოგრაფია, ეს ალბომიც ნამდვილად გამორჩეულია და, თითქმის, შეუძლებელია რამეს შევადაროთ, თუმცა თუკი ლანა დელ რეის სიმღერები მოგწონთ, შესაძლოა, კალის ეს ალბომი განსაკუთრებით მოგეწონოთ.
10. Max.95 — Sevda Universal
შეუძლებელია, რომ ეს სია ქართულენოვანი ალბომით არ დავაგვირგვინოთ.
Sevda Universal-ი 16 სიმღერას აერთიანებს. ალბომის პროდიუსერი თავად მაქსიმეა და, როგორც ყოველთვის, განსხვავებულ და ის სასიამოვნო ჟღერდადობით გამორჩეულ სიმღერებს გვთავაზობს. საუცხოო მელოდია და ლირიკამ, შესაძლოა, წარსულშიც კი დაგაბრუნოთ.
ვისაც ქართული ჰიპ-ჰოპი და ელექტრონული მუსიკა გიყვართ ეს ალბომი თქვენთვის ზედგამოჭრილია.
ეს სია, რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე ბევრჯერ შეიცვლება, რადგან ახალი ალბომები ისეთმა არტისტებმა დააანონსეს, როგორებიც არიან — Alex Cooper, რომლის ალბომს 23 ივლისს მოვისმენთ, Three Days Grace-ისა Mac Demarco-ს ალბომებს 22 აგვისტოს, ხოლო პოპის მოყვარულებს საბრინა კარპენტერი 29 აგვისტოს ახალ ალბომს, Man's Best Friends-ს სთავაზობს.
-
თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
კომენტარები