განათლების გზაზე არ გაჩერდე — Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში სამაგისტრო საფეხურზე სურთ, შესაძლებლობას აძლევს, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ როგორც სწავლის, ისე ცხოვრების სრული დაფინანსება.
საქართველოს ბანკმა უკვე გამოავლინა 16 სტიპენდიატი. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
განათლების გზაზე არ გაჩერდე — 2026-2027 წლების Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2025 წლის 1 აგვისტომდე მიმდინარეობს. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
თუ განათლების მიღება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში გსურთ...
გვანცა დოლბაია ნოტრ დამის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და სადოქტორო საფეხურისთვის ემზადება:
”პირველი რამდენიმე კვირა ამერიკაში ძალიან ამაღელვებელია, სრულიად უცხო გარემოში ხარ. ეგუები ახალ ქალაქს, ხალხს, უნივერსიტეტს… ჩემს უნივერსიტეტში ყველაზე მეტად მომწონს საგნების არჩევის თავისუფლება. ლექციებს წამყვანი სპეციალისტები გვიკითხავენ, სწავლა ძალიან დატვირთული და ემოციურია, თუმცა სხვა აქტივობებშიც ვერთვები და ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო. ვისაც უნდა აპლიკაციის შევსება და ჰგონია რომ არ გამოუვა, ვეტყვი, რომ ყველას გვაქვს გამოვლილი ნეგატიური ფიქრების ეტაპი, როდესაც გვეგონა, რომ ფულბრაიტის ფინალისტობა შორეული, მიუღწევადი ოცნება იყო, თუმცა ეს ასე არ არის. მთავარია, გწამდეს იმის, რასაც აპლიკაციაში წერ. საკუთარი საქმის სიყვარული და გულწრფელი მოტივაცია აუცილებლად მოგიტანს წარმატებას“.
იაკობ დადვანი Texas A&M უნივერსიტეტში ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, პარალელურად კი, აკადემიურ საქმიანობაშია ჩართული. იაკობი, როგორც ქართულ, ისე უცხოურ კვლევით ორგანიზაციებში ხშირად აქვეყნებს სტატიებს:
“ყველას და განსაკუთრებით მათ, ვისაც აშინებს აპლიკაციის შევსების ხანგრძლივი პროცესი, ვურჩევდი, აუცილებლად სცადონ. დასაკარგავი არაფერია და ამ პროცესში ჩართვაც კი გამოცდილების მომტანია. უმნიშვნელოვანესია, აპლიკაციის შევსებისას სრულყოფილად ისაუბრო საკუთარი ისტორიის შესახებ და არ იყო შაბლონური. TOEFEL-ისა და GRE გამოცდებისთვის მომზადებაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ მზად უნდა იყო, დიდი დრო და ენერგია დაუთმო ამ გამოცდებს“.
მერი ქადაგიძე ვაშინგტონის უნივერსიტეტის სიეტლის კამპუსში სწავლობს განათლების ლიდერობისა და ორგანიზაციული პოლიტიკის მიმართულებაზე:
“სიეტლი მრავალფეროვანი და საინტერესო ქალაქია ნებისმიერი ადამიანისთვის. რაც შეეხება უნივერსიტეტს, კამპუსი და საუნივერსიტეტო ქალაქი იდეალურადაა მოწყობილი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მდიდარი სასწავლო რესურსები და მსოფლიოს ბიბლიოთეკების სისტემებთან კავშირი. იმედი მაქვს, რომ ბევრი სტუდენტი შეძლებს საქართველოდან ამ პროგრამის სიკეთეებით სარგებლობას და მიღებული ცოდნით საქართველოში სხვადასხვა სფეროს განავითარებს. ადგილობრივი პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია, რომ კარგად იცნობდე შენს პროფესიას აშშ-ს კონტექსტში, ამიტომ არ უნდა დაიშურო ძალისხმევაკვლევის დროს. ასევე, ყველას ვურჩევდი, რომ საკონკურსო პროცესს ისე მიუდგნენ, როგორც გამოცდილებას, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ”.
Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები