ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის და მამუკა მდინარაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 20-მდე პირს დღეს სასამართლოში იბარებენ
ოცნების დეპუტატების — ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და თეა წულუკიანის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 20-მდე პირს დღეს სასამართლოში იბარებენ.
მათ შორის არიან:
ჟურნალისტები — ვახო სანაია, დეა მამისეიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ვიკა ბუკია, ეკა მიშველაძე, ტელეკომპანია "ფორმულას" თანადამფუძნებელი მიშა მშვილდაძე;
პოლიტიკოსები — პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, ენმ-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია, კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი;
აქტივისტები — მარიამ გეგუჩაძე, ანა სუბელიანი, ქეთი მოლაშვილი, გიგა მაქარაშვილი.
ასევე — "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი, "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
ყველა მათგანს გუშინ, 11 ივნისის საღამოს დაუკავშირდნენ და დრეს, 12 ივნისს დაიბარეს სასამართლოზე.
"სარჩელი დღეს შევიდა, პროცესები სასწრაფოდ ხვალვე დანიშნეს. რვის ნახევარზე დაგვირეკეს, როცა სასამართლო წესით აღარ უნდა მუშაობდეს.
რატომ?
ჩემი აზრით ცდილობენ მათე დევიძის ხვალინდელი სასამართლო გადაფარონ", — დაწერა სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა 11 ივნისს.
საქალაქო სასამართლოდან მიღებული სმს-ის სქრინს აქვეყნებს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, სადაც წერია, რომ მის საქმეს მოსამართლე დავით თეთრაული განიხილავს და სასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ელენე ხოშტარია ნინო წილოსანისა და მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზეა სასამართლოში დაბარებული.
გიორგი ტუმასიანი წერს, რომ "მარიამ ლაშხმა კი არ უჩივლა, დეტექტივი შალვა ბურჯალიანი ათვალიერებდა მის ფეისბუქ-გვერდს "სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით" რა დროსაც აღმოაჩინა 10 დღის წინანდელი "სამართალდარღვევა", სადაც მარიამ ლაშხს "სამშობლოს მოღალატეს" და "ბოლშევიკს" უწოდებს ლიკა ლორთქიფანიძისა და მარიამ აფრიამაშვილის წინააღმდეგ საჩივრის დაწერისთვის, რომლებმაც მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის 12-დღიანი პატიმრობა უკვე მოიხადეს.
ასევე მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის იბარებენ "ტვ პირველს" ჟურნალისტს ვიკა ბუკიას. მისი პროცესი 12 ივნისს 15:00 საათზეა ჩანიშნული.
"კი მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა? Mariam Lashkhi რა ქენი ამისთანა?", — წერს ვიკა ბუკია.
ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის საჩივრის საფუძველზე იბარებენ. მას მამუკა მდინარაძე 25 თებერვალს დაწერილი პოსტის გამო უჩივის.
"ხვალ სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე. მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ. ჰაი, გეკა. მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო, სადაც ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს ვეძახი. და კი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს," — წერს დეა მამისეიშვილი.
ფედერალისტების ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს სასამართლოში სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის იბარებენ. ის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ სანამ საკუთარ ტელეფონის ნომერზე არ მიიღებს შეტყობინებას ან ოფიციალურ წერილს, სადაც განმარტებული იქნება სასამართლოში დაბარების ოფიციალური მიზეზები, სასამართლოში არ მივა,.
საია-ს ცნობით, საჩივრების სამართლებრივი საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 17316-ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა.
როგორც IPN წერს, შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო.
კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის საფუძველზე. აღნიშნული კი გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საქმის მასალები დღეს, 11 ივნისს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ციფრულ სივრცეში დაწერილი კომენტარის გამო, პირი შეიძლება დაჯარიმდეს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
შეგახსენებთ, რომ ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო სამ ახალგაზრდა აქტივისტს უჩივლა — ამ დღეს ისინი ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, მასთან მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..."
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-12 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, მაგდა მამუკაშვილს კი სასამართლომ 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაკავებულმა ლიკა ლორთქიფანიძემ და თათია აფრიამაშვილმა 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი გუშინ დატოვეს.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები