ლევან მახაშვილი

16 ივლ, 2025

"წერილი, რომელზეც კაია კალასმა მინიშნება გააკეთა, ეს ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშია უვიზო მიმოსვლის შესრულებაზე, რაც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. პრაქტიკულად, ამ ანგარიშის 95% იდენტურია. ევროპელებთან კომუნიკაცია გვექნება, ეს წერილი რამდენად შეიძლება საჯარო იყოს, მაგრამ 95% იგივე რეკომენდაციებია.

თავს უფლებას მივცემ, რომ რამდენიმე საკითხი საჯაროდაც ვთქვა, რადგან ამ დოკუმენტის რეკომენდაციები საჯაროა. კაია კალასმა მითითება ამორჩევით, მხოლოდ ერთზე გააკეთა, მე კი რამდენიმეს ვიტყვი და საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სამართლიანია ის მიდგომები და რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირს მოცემული აქვს. მაგალითად, როგორც მეშვიდე ანგარიშში, ასევე ამ წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ. ვციტირებ: "გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი. ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე შეიცვალოს, რომ ლგბტ პირების უფლებები სრულად დაცული იყოს. ეს არის ის, რასაც, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირი გვთავაზობს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სასწორზე რა დევს, რომ ეს საკითხი დარეგულირებული იყოს. ევროკომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ ისე, როგორც წინა ექვსი ანგარიშის ფარგლებში ვმუშაობდით. ეს სამუშაო პროცესია. მზად ვართ, ვიმუშაოთ როგორც საგარეო კონტროლზე, ასევე თავშესაფრისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, რაზეც წინა ანგარიშებში იყო საუბარი.

დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება. ეს ჰაერზე მოტანილი სიტყვები არ არის. ჩვენი რწმენა იმ რეკომენდაციებს და სამუშაო პროცესს ეფუძნება, რომელიც ყოველთვის ევროკომისიასთან გვქონდა. ასეც გავაგრძელებთ. წერილს შევისწავლით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, გაკეთდეს. მათ შორის, რა შეიძლება, შს სამინისტრომ გააკეთოს, იუსტიციის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, რათა ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს იმის განცდა არ ჰქონდეს, რომ უვიზო რეჟიმის სისტემა ბოროტად იყოს გამოყენებული, რათა ევროკავშირის მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნას.

ეს წერილი სამუშაო დოკუმენტია და ვნახავთ, სად არის რესურსი რომელიმე კანონის გაუქმება-არგაუქმების. ევროკავშირი როდესაც საქართველოსგან რომელიმე კანონის გაუქმებას ითხოვს, ამ დროს ზეპირად – წერილში თარიღი არ არის დასახელებული – 31 აგვისტოს ამბობენ. შევახსენებ, რომ პარლამენტი ოფიციალურ მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამიტომ ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება ვერ მოხდება, ამის ნება რომც იყოს. ავწონ-დავწონით, რა შეიძლება გაკეთდეს და არ გაკეთდეს. სიურპრიზი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წითელი ხაზია, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, ასევე ისეთ საკითხებზე, რაც კონსერვატიულ იდეას და მიდგომებს ეფუძნება, რომელიც ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზეც გავიმარჯვეთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გდდ-ს კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ მისი ჩაფხუტი დანომრილი იყო14916 ნახვა
  2. ოკუპირებულ ცხინვალში სტალინის ძეგლს ჩაქუჩით ცხვირი მოამტვრიეს5033 ნახვა
  3. "ჩვენ ვუყურებთ დაუშვებელ და სამარცხვინო, ადამიანის მიერ გამოწვეულ შიმშილს" — ფინეთის პრეზიდენტი ღაზაზე2782 ნახვა
  4. ონისე ცხადაძე: ირაკლი კობახიძე არის იდიოტი! იურისტი, რომელმაც სამართალი არ იცის2623 ნახვა
  5. 9-თვიანი პატიმრობა ანრი კაკაბაძეს, დანარჩენ ბრალდებულებს გირაო — განაჩენი დეკანისა და სტუდენტების საქმეზე2471 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლიეტუვამ "ოცნებასთან" დაკავშირებულ კიდევ 10 პირს სავიზო სანქციები დაუწესა

ლიეტუვამ ოცნების კიდევ 10 წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~